დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სად არის სანიკიძის დაანონსებული პროექტების პრეზენტაცია?
2013/06/18 16:02:52

გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსის განცხადებით, მერიაში რეორგანიზაცია აუცილებელია

ორმაისობას ქუთაისის მაჟორიტარმა მედიის წინაშე დააანონსა, რომ თვის ბოლოს, ანუ მაისის ბოლოს, იმ პროექტების პრეზენტაციას მოახდენდა, რომელთა განხორციელებას ახალი ხელისუფლება ქუთაისში გეგმავს. დაპირებული დრო გავიდა და  კვლავ უცნობია, რა პროექტები განხორციელდება მეორე დედაქალაქში გარდა იმ 21-მილიონი ევროს ღირებულების ახალი ნაგავსაყრელისა, რომელსაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გერმანულ kfw ბანკთან ერთად, სოფელ ჭოგნარში გააკეთებს.

გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსის, გელა გაბადაძის განცხადებით: „დაგეგმილი პროექტების განხორციელება დროში გაიწელა, რისი მიზეზიც ახალი მერის შერჩევასთან დაკავშირებული პროცესები იყო. ნაგავსაყრელის პროექტთან ერთად, ქუთაისში წყლის პრობლემის მოგვარება იგეგმება, რომლის შესახებაც ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გავრცელდება. აღნიშნული პროექტით ქუთაისი 24-საათიანი წყალმომარეგების სისტემაზე გადავა."

ქუთაისის მაჟორიტარის ბიუროს უფროსი მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციასაც ეხმიანება. გელა გაბადაძის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში დაგეგმილი რეორგანიზაცია აუცილებელია, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობას უკეთესი მუშაობისთვის ახალი სისხლის გადასხმა სჭირდება.

„პირადად ჩემი აზრით, ეს კარგი პროცესია. იმედია, რომ ახალი კადრები და ახალი გუნდი გაცილებით ეფექტურად იმუშავებს, რადგან „ნაციონალების“ მიერ გაკეთებული არც ერთი პროექტი ხარისხიანი არაა, ვერ ნახავთ ქუთაისში თუნდაც ერთ ქუჩას, რომელიც ნორმალურადაა გაკეთებული? იგივე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე სამუშაოები თავის დროზე ისე უხარისხოდ შესრულდა,  რომ ხელმეორედაა გასაკეთებელი. სამწუხაროდ, ამდენი ფული ფუჭად დაიკარგა,“ – განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1397
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია