დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მომგებიანი რჩევები ბიზნესის სფეროსში მოღვაწეთათვის
2013/06/17 16:47:04

5 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ...

გამოცემა ”U.S. News & World Report” მათ, ვინც ფინანსურ სფეროში მოღვაწეობას აპირებს, რამდენიმე რჩევას აძლევს. ექსპერტების განმარტებით, რეკომენდაციები წარმატების 100-პროცენტიან გარანტიას არ იძლევა, მაგრამ მათი გათვალისწინება გარკვეულწილად მომგებიანია.

წესი პირველი: იყავი ეკონომიური, თითქოს ახლა 2009 წელია.

დაგროვების ტემპები, როგორ წესი, ძალიან იზრდება რეცესიის დროს. მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე 2009 წელი  სწორედ ასეთი იყო. ფინანსური არასტაბილურობის განცდა მილიონობით ადამიანს  საშუალებას აძლევს, გადახედოს იმ ხარჯებს, რასაც ეწევა. მაგალითად, ასეთ დროს მხოლოდ უაზრო და არაეკონომიური ადამიანი დახარჯავს ფულს ახალი სმარტფონის ან ბოლო მოდის ფეხსაცმლის საყიდლად.

წესი მეორე: ნუ შეგეშინდება ფინანსური  ბაზრების

ბოლო დროის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მილიონობით ადამიანი ე.წ. ფინანსური პირამიდების მსხვერპლი გახდა. საკმაოდ დიდია იპოთეკური კრედიტებისა, თუ სხვა ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობისას დაზარალებულთა რიცხვი. ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, კრედიტი მხოლოდ იმდენი აიღეთ, რამდენის გასტუმრების საშუალება გაქვთ რეალურად დღეს. ამ შემთხვევაში მომავალზე გათვლა არ ამართლებს.

წესი მესამე: არ ინერვიულო სტუდენტურ სესხზე

სტუდენტური სესხის სასწრაფოდ დაფარვა ახალი თაობის განგაშის ძირითადი თემაა. ექსპერტთა განცხადებით, თანამედროვე ახალგაზრდობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ვალების დაბრუნების საკითხს, ვიდრე მათი მამების თაობა. სტატისტიკურად ეს დამოკიდებულება შემდეგნაირია:42 % -22%-ზე.

წესი მეოთხე: განიხილე ფინანსური საკითხები პაემანზე

აუცილებელი არაა, ეს პრობლემა თაყვანისმცემელთან პირველივე შეხვედრისას განიხილოთ, მაგრამ, სასურველია, ახალთან ყოფილი პარტნიორის საკრედიტო ისტორია მოყვეთ. ასევე, კარგია, თუკი წინასწარ იქნებით ინფორმირებული, მომავალი საქმროს ან საცოლის ვალების მოცულობაზე. ცუდი საკრედიტო ისტორია 90 პროცენტიანი ალბათობით უარყოფითად აისახება მომავალი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე.

წესი მეხუთე: ეძებეთ სამსახური და არა ახალი დიპლომი

მეორე უმაღლესი განათლება ზოგ შემთხვევაში ამართლებს, მაგრამ ექსპერტები არ იძლევიან იმის რეკომენდაციას, რომ უნივერსიტეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაკითხო, როცა სამსახურს ვერ პოულობ.

აუდიტორიაში დაბრუნება ვალდებულებების გაზრდას ნიშნავს. და თუკი ახალი დიპლომი მომავალი კარიერისთვის არაა აუცილებელი, სწავლის გაგრძელება მხოლოდ ფულის ”გადაყრა” იქნება.

”ვესტი-ეკონომიკა” 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1317
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია