დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ძველი გამოცდილების თანამედროვე ალტერნატივა, ანუ რა არის „ინბოქსი“?
2013/06/17 12:12:00

ჩვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების და, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავის გამოცდილებასაც თუ გავიხსენებთ, ფულის შეგროვება უმეტეს შემთხვევაში, საკმაოდ რთულია ხოლმე. არადა, რამდენი სურვილი გვაქვს, რამდენი მიზანი, რამდენი რამის ყიდვა გვინდა, რამდენი კეთილი საქმის გაკეთების სურვილი გვაქვს გარშემომყოფებისთვის...

 

დაიწყებ გროვებას გოჭის ან ბაჭიას ფორმის ყულაბაში, შემოდებ სადმე თაროზე, გამოსაჩენ ადგილას, და როგორც კი მცირე თანხა დაგროვდება, შემოგეხარჯება.

გახსნი ბანკში ანაბარს და ვალდებული ხარ, ყოველთვიურად კონკრეტული ოდენობის თანხა შეიტანო, რაც ყოველთვის, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება.

მოკლედ, თითქმის გამოუვალი სიტუაციაა, თუმცა გახსოვდეთ - „არასოდეს თქვათ არასოდეს“, რადგან სინამდვილეში „გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს“ და ამას ახლავე შესანიშნავი მაგალითით დაგიმტკიცებთ.fv,fdb cofdkfc vjo.eht,ekb f[fkufphlbcf

 

სხვათა შორის, ზემოთ მეგობრები ტყუილად სულაც არ გვიხსენებია და, საბედნიეროდ, ჩვენი გარშემომყოფთა გამოცდილება ყოველთვის უარყოფითი როდია.

არსებობს ერთი სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა ადამიანი ვახტანგ ხვედელიძე, მეგობრებისთვის უბრალოდ ვახო, რომელსაც განათლების მიღება მაინცდამაინც ლონდონში სურს.

რამდენჯერმე დაიწყო ამ ჩვენმა ვახომ საჭირო თანხის გროვება, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, მიზეზებს რა გამოლევს და - შემოეხარჯა.

ერთი პირობა მან ხელიც კი ჩაიქნია, დაივიწყა ცოტა ხნით ბიგ ბენიც, ბუკინგემის სასახლეც, თაუერის ხიდიც, ჰაიდ პარკიც - „წვიმიანი ამინდები მაინც არ მიყვარსო“ - თავს იმშვიდებდა, არადა...

ადამიანს ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც ხომ უმართლებს ხოლმე და იმედის ნაპერწყალი გაჩნდა კიდეც - მოულოდნელად, ვახოს ნაცნობმა ურჩია, თანხის  შეგროვება „ინბოქსით“ ეცადა.

მიდგა, მოდგა, გაარკვია ყველაფერი და იდეა მოეწონა!

იმედის ნაპერწკალი ახლა საგრძნობლადაა გაღვივებული, რადგან სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდას თანხის დაგროვებაში შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ოჯახის წევრებიც, მეგობრებიც და შიგა და შიგ - ნათესავებიც.

მოკლედ, ახლა ვახოს მეგობრები ასე ეხუმრებიან ხოლმე:

- „ინბოქსს“ მიხედე,  ხვედელიძე, „ინბოქსს“!!!

ჰოდა, ისეთ ყურადღებას აქცევს, თქვენი მოწონებული...

 

***

 

ამ ფაქტმა იმდენად დაგვაინტერესა, გადავწყვიტეთ „ინბოქსის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვეძიებინა, ხოლო რაც გავარკვიეთ, თავადაც იმდენად მოგვხიბლა, გვსურს, ყველაფერი თქვენც დეტალურად მოგიყვეთ!

პირველი, რომ „ინბოქსი“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ ახალგაზრდას მიზნამდე აუცილებლად მიიყვანს და მეორე - სურვილი და ოცნება იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ადამიანები არსებობენ და იქნებ თქვენც გეცადათ?

პირველ რიგში დავუკავშირდით ეკონიმიკის ექსპერტებს, თუ ჰქონდათ რაიმე სახის ინფორმაცია „ინბოქსის“ შესახებ და საინტერესო პასუხიც მივიღეთ: ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის გამგეობის წევრი მერაბ ჯანიაშვილი „ინბოქსს“ ქართულ რეალობაზე საუკეთესოდ მორგებულ საბანკო პროდუქტს უწოდებს.

- რა თქმა უნდა, „ინბოქსი“ ქართულ ბაზარზე ინოვაციურია და მსგავსი სახის პროდუქტი აქამდე არასოდეს ყოფილა. იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს საშუალება, ბანკებში ანაბრებზე მსხვილი თანხები შეიტანოს, შედეგად იმას ვიღებთ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში დეპოზიტების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე, მოსახლეობისთვის ისეთი პროდუქტის შეთავაზება, რომელიც მცირე თანხებით დაგროვების საშუალებას იძლევა და თან ძალიან მარტივად, მართლაც სწორი მიდგომაა ბაზართან მიმართებაში, - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

 

***

 

„ინბოქსი“ რომ მართლაც ინოვაციური და უნიკალური საბანკო პროდუქტია, შეგიძლიათ, ეს საკუთარ თავზე ახლავე გამოსცადოთ, თუმცა ყველაფერში უკეთ რომ გაერკვეთ, ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხებს აქვე გაეცანით.

გვესაუბრება ლაშა   გოგუა,   ბანკ „კონსტანტას“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი:

- ბატონო ლაშა, „ინბოქსი“ სულ მოკლე ხანში მართლაც საკმაოდ პოპულარული გახდა, მარტივად გკითხავთ - როგორ?

- მოდით,  შეგახსენებთ,   რომ       „ინბოქსი“ ბაზარზე მიმდინარე წლის თებერვალში გამოვუშვით და დღეს უკვე, დაახლოებით, 70 ათასი მომხმარებელი გვყავს. ეს კი მართლაც კარგი მაჩვენებელია, თუმცა პროდუქტის პოპულარობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი გველის. რაც შეეხება კითხვას - თუკი ადამიანს სურს გარკვეული   თანხის   დაგროვება,  „ინბოქსი“ მას ამის რეალურ საშუალებას აძლევს. შესაბამისად, როცა ნახეს დადებითი ფინანსური ეფექტი, რომ გაუთვალისწინებელ შენაძენებს აღარ აკეთებენ და დაგროვება შესაძლებელია მინიმალური შენატანითაც კი, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც გვაქვს.

სხვათა შორის, თავად მომხმარებელი არ არის ერთგვაროვანი, ანუ ყველა ერთნაირად არ აგროვებს და გვაქვს ძალიან დიდი განსხვავებები. მაგალითად, ზოგი აგროვებს ბიზნესისთვის, არის ჯგუფური დაგროვების შემთხვევებიც, როცა ერთი კონკრეტული მიზნისთვის შეგიძლია შენი                                       „ინბოქსის“    ნომერი  უთხრა  რამდენიმე ადამიანს - ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს და ერთად დაიწყოთ თანხის გროვება. „ინბოქსის“ შესაძლებლობები იმდენად შეუზღუდავია, რომ მომხმარებელი თავადვე ახდენს ახალი ვარიანტების მოფიქრებას.

- საინტერესოა, უფრო მეტი პოპულარობა რა ასაკის ადამიანებში მოიპოვა    „ინბოქსმა“?

- სხვათა შორის, მოზარდებიც კი ძალიან დაინტერესებულები არიან, თუმცა იმის გამო, რომ არასრულწლოვანები არიან, ფიზიკურად მათი დარეგისტრირება ვერ ხდება და ისინიც სასურველი თანხის გროვებას მშობლების დახმარებით იწყებენ. რაღა თქმა უნდა, ძალიან პოპულარულია „ინბოქსი“ უფროსი ასაკის ადამიანებშიც, თუმცა მომხმარებლების ძირითად ნაწილს მაინც 18-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანები შეადგენენ. ეს არის ის სეგმენტი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სფეროში, განსაკუთრებით - „სეივინგების“ ნაწილში, აუთვისებელი ბაზარია. ანუ, ახალგაზრდობა დაინტერესდა და დაიწყო დაგროვება და გარდა იმისა, რომ ბანკისთვის ამას ფინანსური ეფექტი აქვს, ვფიქრობ, ზოგადად, ძალიან კარგი საქმეა, რომ ახალგაზრდა თაობა ფულის დაზოგვას ეჩვევა, რითაც დადებით შედეგს ისევ საკუთარ თავს მოუტანს. ასევე, იზრდება მათი ფინანსური განათლება, რაც ყველა დამეთანხმება, არანაკლებ მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან დადებითი და მაღალი აქტივობაა საქართველოს რეგიონებში. მოკლედ, კიდევ ერთხელ  მინდა  გავიმეორე:  „ინბოქსის“ შესაძლებლობები იმდენად ამოუწურავია, რომ ნებისმიერი ასაკის მომხმარებლის ნდობას და მოწონებას იმსახურებს.

- ბატონო ლაშა, როგორ უნდა გახდეს დაინტერესებული ადამიანი „ინბოქსის“ მომხმარებელი?

- „ინბოქსში“ ყველაფერი ძალიან მარტივია, დაწყებული დარეგისტრირებიდან, თანხის დაგროვებით დამთავრებული. „ინბოქსის“ გახსნა შესაძლებელია მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ბანკი „კონსტანტას“ ნებისმიერ ფილიალში, რასაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სულ რაღაც 7-8 წუთი სჭირდება. შემდეგ ირჩევ პირადი ანგარიშის 6-ნიშნა ნომერს, რომელიც არის „ინბოქსის“ პირადი ნომერი, რომლის მეშვეობითაც სწრაფი გადახდის აპარატებზე „ინბოქსში“ სასურველ თანხას ჩაიგდებ. „ინბოქსის“ გახსნის შემთხვევაში არ არის აუცილებელი პირველადი შენატანის გაკეთება, არ არის აუცილებელი, თანხა ყოველთვე შეიტანო და, ზოგადად, არავითარი ვალდებულება მომხმარებელს არ ეკისრება.

- ალბათ, ყველას კარგად ახსოვს, როგორ განსხვავებულად და საინტერესოდ შემოვიდა „ინბოქსი“ ბაზარზე...

- დიახ! ეს მართლაც ასე იყო, თუმცა დღეს უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ „ინბოქსი“, ეს არის ერთგვარი ყულაბა, რომელშიც დააგროვებ სასურველ თანხას, მაგრამ „სახლის“ ყულაბისგან იმით განსხვავდება, რომ დასახარჯად ხელი ყოველ წამს არ მიგიწვდება.

- სამაგიეროდ, მომხმარებელს შეუძლია, „ინბოქსში“ შეიტანოს ის თანხა, რომელიც, თუნდაც, ჯიბეში აქვს შემორჩენილი, არა?

- დიახ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვქონია შემთხვევა, როცა გარკვეული თანხა გვრჩება ხოლმე ჯიბეში, არც თუ ისე ბევრი, და შეიძლება ისეთი რაღაც ვიყიდოთ, რომელიც სინამდვილეში არაფერში გვჭირდება. სამაგიეროდ, როცა გაქვს „ინბოქსი“, ამ მცირე თანხას ერთხელ შეიტან, მერე კიდევ იქნება ასეთი შემთხვევა და ისევ შეიტან... მოკლედ, ნელ-ნელა მცირე-მცირე თანხას ერთმანეთს დაამატებ და, საბოლოო ჯამში, ისეთ შენაძენს გააკეთებ, რომელიც ნამდვილად გამოგადგება. ან რატომ მაინც და მაინც შენაძენი? არის შემთხვევები, როცა „ინბოქსით“ ბიზნესის წამოსაწყები თანხის გროვება ხდება და ასე შემდეგ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შეგიძლია შენი „ინბოქსის“ ნომერი უთხრა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს და თანხის გროვებაში ისინიც დაგეხმარებიან.

- ვთქვათ, სასურველი თანხა დავაგროვე „ინბოქსში“, შემდეგ რა ხდება?

- თანხის გატანა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია „კონსტანტას“ ფილიალებიდან, თუმცა სარგებელს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს.

- და რა ვადით შეიძლება „ინბოქსის“ გახსნა?

- მინიმალური ვადა 1 წელია. ასეთ შემთხვევაში, თანხას ერიცხება 2 პროცენტი, ხოლო თუ 2 წლიანს აირჩევთ, სარგებელი უკვე 5 პროცენტია. მაგრამ რეალურად მთავარი ეს არ არის. როგორც კვლევები გვაჩვენებს, ძირითადი ფაქტორი, რის გამოც მომხმარებლები აგროვებენ თანხას, არის არა სარგებელი, არამედ - ფულის დაცვა საკუთარი თავისგან! როცა აგროვებ „ინბოქსით“, მარტივად თანხის დახარჯვას ვეღარ ახერხებ, საჭიროა ჩვენს ფილიალში მისვლა, რასაც დრო სჭირდება და ამას ყველა ერიდება. რაც მთავარია, ხედავენ, რომ ეს პირიქით, პოზიტიურია, რადგან ყულაბას ისევ საკუთარი თავისგან იცავ, რომ ვადაზე ადრე არ გახსნა, არ დახარჯო თანხა, რომელიც შეიძლება დააგროვო და დიდი სარგებელი ნახო.

- და ბოლოს: რამდენად კმაყოფილი ხართ ამ პროდუქტით?

- ბანკისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პროდუქტი რამდენიმე მიზეზით: ჯერ ერთი, ეს იყო ახალი სეგმენტი, ახალი მიმართულება და ახალი პროდუქტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ 70 ათასი კლიენტიდან ნახევარზე მეტი ახალი კლიენტია, რომელსაც აქამდე ბანკთან შეხება არ ჰქონია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1383
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია