დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დავით ნარმანია საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენციაში მონაწილეობს
2013/06/14 14:12:26

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია უკრაინაში გაემგზავრა. მინისტრი კიევში პირველ საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენციას - „უკრაინა და პარტნიორები“ დაესწრება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიზნეს-კონფერენციის მიზანია ძალების გაერთიანება თანამშრომლობისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი ზეგავლენის დაძლევის გზების ძიებისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების მინისტრები და დიპლომატები, ასევე, ლიდერი საინვესტიციო კომპანიების, ფინანსური და ბიზნეს სტრუქტურებისა და ბანკების ხელმძღვანელები.

კონფერენცია მოიცავს არაერთ სადისკუსიო პანელს, პრეზენტაციასა და მრგვალ მაგიდას, ასევე, პლენარულ სხდომებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

დავით ნარმანია მონაწილეობას მიიღებს  დისკუსიაში, რომელიც უკრაინის სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაციასა და ინფრასტრუქტურის განვითარების  ბიზნეს შესაძლებლობებზე  გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ქართველი მინისტრის მონაწილეობა სადიკუსიო პანელში - „დსთ-ის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაცია და საბაჟო კავშირების განვითარება: უკრაინული ბიზნესის პერსპექტივები“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია