დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სემეკის წევრებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს
2013/06/13 00:24:20

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს და წევრებს თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

ცვლილებების მიხედვით, სემეკის 5 წევრს ექვსი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ წევრებიდან ერთ-ერთს კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც ნიშნავს.

სემეკის ამჟამინდელ ხელმძღვანელს გურამ ჩალაგაშვილს, რომელსაც ეს თანამდებობა 2007 წლიდან უკავია, უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1409
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია