დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
2013 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში ჩაიდო
2013/06/10 20:44:19

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2013 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული ინვესტიციების მონაცემები გაასაჯაროვა. 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 43 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო მეოთხე კვარტალთან შედარებით 45 მილიონი დოლარით გაიზარდა.  

2013 წლის პირველ კვარტალში წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით საქართველოში 46,3 მლნ დოლარი იაპონიიდან შემოვიდა. აზერბაიჯანიდან შემოსულმა ინვესტიციამ 38,4 მლნ დოლარი შეადგინა, ნიდერლანდებიდან- 34,9 მლნ დოლარი, გაერთიანებული სამეფოდან- 18,3 მლნ დოლარი, ჩინეთიდან -12,5 მილიონი დოლარი. 10,2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩეხეთიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან- 9,1 მილიონი დოლარი, ხოლო 46,6 მილიონი დოლარის ინვესტიცია სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.

რაც შეეხება სექტორებს, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განაწილდა: ინვესტიციების განთავსების კუთხით საფინანსო სექტორი ლიდერობს, ამ სფეროში შემოსული ინვესტიციების 29 პროცენტი განთავსდა; 18 პროცენტი ენერგეტიკაში, ხოლო 6 პროცენტი სამთომოპოვებით მრეწველობაში გადანაწილდა. ინვესტიციების 5–5 პროცენტი -ერგო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორს. დანარჩენი კი სხვა სექტორებზე გადანაწილდა. 

 

 

 

n.b.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1372
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია