დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროკომისარი სავალუტო ფონდის შეფასებას არ ეთანხმება
2013/06/10 13:03:17

ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში ოლი რენი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების განცხადებას გამოეხმაურა.

იგი არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა წარუმატებელი აღმოჩნდა და რომ ეს სერიოზული შეცდომა იყო.

„მე არ ვფიქრობ, რომ სწორია სსფ-ის განცხადება, რითაც იგი „ხელებს იბანს” და ყველაფერს ევროზონას აბრალებს,“– აცხადებს ევროკომისარი და აღნიშნავს, რომ ფინანსური დახმარება ვისც დასჭირდება, მან უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება,  ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებაზე, სადაც ევროზონის ფინანსთა მინისტრები და სსფონდი საბერძნეთისთვის  40 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდენენ, ითქვა, რომ საგარეო ვალის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 189%-დან 124%-მდე უნდა შემცირდეს. ამ ეტაპზე საბერძნეთს უჭირს, როგორც ეკონომიკური  მაჩვენებლების  გაუმჯობესება, ისე მოსახლეობის დასაქმება.

სწორედ ამიტომ სავალუტო ფონდის ექპერტებმა განაცხადეს, რომ დახმარების მსურველ სახელმწიფოთა მთავრობებმა გადააჭარბეს  საბერძნეთის ეკონომიკური შესაძლებლობების შეფასებაში.

ფონდის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ანალიტიკოსებმა ვერ გათვალეს ის ზარალი, რასაც საბერძნეთს, კრედიტის მიღების სანაცვლოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაპირობები მოუტანს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია