ამ წუთებში პარლამენტი წინ, ქუთაისში, ზესტაფონის ბაზრის თანამშრომლები არიან შეკრებილი და პარლამენტის შენობაში დეპუტატების შეშვებას წინააღმდეგობას უწევენ. ისინი ითხოვენ, რომ დაუბრუნონ ბაზარი და არ მოხდეს მათი ამ შენობიდან გამოშვება. ზესტაფონელი ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პიროვნებები – ამირან კაკაურიძე და მერაბ სამადაშვილი – ცდილობენ ბაზრის ხელში ჩაგდებას, მათ უკან კი „ნაციონალები“ დგანან. მოვაჭრეების განცხადებით, ამ პიროვნებებს უნდათ, დაანგრიონ ბაზრის შენობა და ამ ტერიტორიიდან ე.წ. „შავი ოქროს“ მოპოვებას გეგმავენ, რაც, მათივე განცხადებით, მომაკვდინებელი იქნება ზესტაფონისთვის.
მოვაჭრეების განცხადებით, ხსენებულმა კაკაურიძემ და სამადაშვილმა სურსათის უვნებლობის სააგენტოს ფული გადაუხადეს, რის გამოც მათ დადეს დასკვნა, თითქოს ზესტაფონის ბაზარში არის ანიტისანიტარია და ტერიტორიაზე ვაჭრობისთვის საჭირო სამუშაო პირობები არ არის. მათივე თქმით, სატვირთო ავტომობილებით ღამით ბაზრის ტერიტორიაზე სპეციალურად დაყარეს ნაგავი, რათა ასეთი დასკვნა მიეღოთ. მოვაჭრეების ეჭვს ისიც ამძაფრებდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე მაშინ ნახმარი „პამპერსების“ დიდი რაიოდენობა აღმოჩნდა.
„ადგილობრივი ხელისფლების მიერ ახალი ბაზრისათვის გამოყოფილი ფართიც არ შეესაბამება სტანდარტებს და შენობა „პარნიკს“ უფრო ჰგავს, ვიდრე ბაზრისთვის შესაფერის ადგილს,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მაყვალა ცხადაძე.