სამების საკათედრო ტაძარში ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერ მინისტრი, მინისტრები, უცხოელი დიპლომატები, პოლიტიკოსები, ქართველი ჯარისკაცები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
პანაშვიდს საქართველოს ყველა ტელეარხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.