დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„როცა შევისწავლი დეტალებს, დავაფიქსირებ პოზიციას, ღირს თუ არა პარლამენტის ქუთაისში დატოვება“
2013/06/05 15:46:26

საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალების“ წევრი დავით გოგისვანიძე პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით ქუთაისის ახალი მერის პოზიციით დაინტერესდა.

დიმიტრი კოპალიანი მიიჩნევს, რომ საკითხი შესწავლას საჭიროებს და ჯერჯერობით არ იცნობს მონაცემებს, რომელთა გამო პარლამენტი ქუთაისში ან უნდა დარჩეს, ან უნდა გადაიტანონ თბილისში.

დიმიტრი კოპალიანი, ქუთაისის მერი: „ჯერჯერობით არ გავცნობილვარ თანხებს, ანგარიშებს, დასაქმებულთა რაოდენობას პარლამენტში. როცა შევისწავლი დეტალებს, დავაფიქსირებ პოზიციას, ღირს თუ არა პარლამენტის ქუთაისში დატოვება. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ობიექტურად და ქუთაისის მოსახლეობისთვის სასარგებლოდ.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია