დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ყოველ 3,6 წამში შიმშილით ერთი ადამიანი იღუპება
2013/06/05 12:43:34

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  გარემოს დაცვის სამინისტრო საინტერესო ფაქტების სტატისტიკას აქვეყნებს.

კერძოდ, დღეისათვის დედამიწის მოსახლეობის რიცხვი 7 მილიარდზე მეტს შეადგენს, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 9 მილიარდამდე გაიზრდება.

 მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე საკმარისი რესურსია 7 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად, მოპოვებული და წარმოებული საკვების მესამედი უსარგებლოდ იკარგება. ყოველწლიურად 1.3 მილიარდი ტონა საკვების ნარჩენი იყრება, რაც საკმარისი იქნებოდა  წლის განმავლობაში  აფრიკის საჰარასთვის.

ყოველ 3,6 წამში შიმშილით ერთი ადამიანი იღუპება.

უვახშმოდ იძინებს დედამიწის ყოველი მე-7 მცხოვრები;

ყოველწლიურად დედამიწაზე ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლი დაახლოებით 75000 ადამიანი ხდება;

წყლის უხარისხობით გამოწვეული დაავადებების მიზეზით წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იღუპება;

ХХ საუკუნის მანძილზე შიმშილით გარდაცვლილთა რაოდენობა ათასჯერ აღემატება წინა საუკუნეებში იგივე მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვს;

საკვების წარმოებისათვის საჭიროა დედამიწაზე საცხოვრებლად ვარგისი ტერიტორიის – 25 პროცენტი, სუფთა წყლის დაფარვის არეალის – 70 პროცენტი, გაჩეხილი ტყეების – 80 პროცენტი და სასათბურე აირების გაფრქვევის – 30 პროცენტი.

ყოველივე ეს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ხმელეთით სარგებლობის ცვლილებებს იწვევს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია