დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფეროს მუშები უპირობოდ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს
2013/06/04 15:41:15

„ჯორჯიან ამერიკან ელოისმა“ 2 818 500 ლარის ინვესტიცია განახორციელა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშათა ნაწილი რამდენიმე დღის განმავლობაში ქარხანასთან შიმშილობის აქციას აწყობდა. ისინი ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ დროისათვის მუშებმა შიმშილობა შეწყვიტეს და უპირობოდ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.

ქარხნის მფლობელი კომპანიის „ჯორჯიან ამერიკან ელოისის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაკა კვარაცხელიას განცხადებით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა სრული დატვირთვით გასული პარასკევიდან გააგრძელა.

კომპანია „ჯორჯიან ამერიკან ელოისმა“, რომელიც ფლობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის მანგანუმის მრეწველობასა და „ვარციხჰესს“, ასევე დღეს გაავრცელა ინფორმაცია მის მიერ განახორციელებული ინვესტიციის შესახებ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ინვესტიცია ტექნიკური უზრუნველყოფისათვის დაიგეგმა. ტექნიკის ნაწილი წმინდა სამთო-მოპოვებითი, ნაწილი კი უსაფრთხოების დანიშნულებისაა. 7 თვითმცლელი და ორი თბომავლის შემცვლელი თანამედროვე მანქანა საწარმო პროცესის სრულყოფილებისათვის შეიძინეს (თბომავლის შემცვლელი მოძრაობს ლიანდაგსა და ასევე ჩვეულებრივ გზებზეც). ეკოლოგიური და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ინვესტორმა ასევე შეიძინა გზის მოსარწყავი მანქანა, ორი სახანრო მანქანა (წყლისა და ფხვნილის) და ქარხანაში აკუმულირებული მტვრის შემგროვებელი (პარალელურად ეს შემგროვებელი რეზერვუარში ინახავს მძიმე მეტალების მტვერს).
2013 ივნისში, დღგ-ს ჩათვლით, კომპანიამ 3 330 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1327
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია