დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მაისში წლიურმა ინფლაციამ 0,1 პროცენტი შეადგინა
2013/06/04 12:29:00

მაისში, 2012 წლის მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში  -0,1 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და ჯანმრთელობის დაცვა.

ტრანსპორტი: ჯგუფზე ფასები შემცირდა 6,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,83 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-11,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-7,5 პროცენტი).

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,47 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (16,8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11,0 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-8,7 პროცენტი), თევზეული (-5,3 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13,4 პროცენტი).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია