დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დებატების ტურნირი „მასმედიის ცენზურა გამართლებულია“
2013/06/03 15:19:22

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქუთისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ინიციატივით იმერეთის რეგიონის დებატების ტურნირი მოეწყო კარლ პოპერის ღირებულებათა დებატის ფორმატით.

ტურნირში მონაწილეობისათვის იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ჭიათურა, ტყიბული) 25 გუნდი დარეგისტრირდა, ტურნირში მონაწილეობა 18-მა მათგანმა მიიღო.

სადებატო რეზოლუცია იყო „მასმედიის ცენზურა გამართლებულია“. ფინალური თამაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლისა (გივი კაკუშაძე, კონსტანტინე იამანიძე, ინა გოგელაშვილი) და ქ. ქუთაისის #21 საჯარო სკოლის (თორნიკე კაპატაძე, ლიკა გოცაძე, მარიამ აბულაძე) გუნდებს შორის ორპირის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დამთავრდა. მსაჯობას თამაშებს პროგრამის ფარგლებში გადამზადებული წარმატებული და სხვადასხვა ტურნირების მონაწილე მოდებატეები და მოწვეული მსაჯები უწევდნენ.

გამოვლინდა ტურნირის 10 საუკეთესო top-სპიკერიც.

კონსტანტინე იამანიძე, ტყიბულის სოფ. ორპირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი: „ჩვენთვის, ჩემი გუნდისთვის, ეს ძალიან დიდი წარმატებაა, დებატების შესახებ ტრენინგები სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგოთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გავიარეთ და შემდეგ ძალიან დიდხანს ვამზადებდით ჩვენს ქეისს, შრომა დაგიფასდა და ეს ძალიან გვახარებს.“

გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

მონაწილეები გამოვიდნენ ინიციატივით რეგიონული ტურნირების საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატების დამკვიდრების შესახებ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია