დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პარლამენტში ისრაელის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
2013/05/30 20:38:49

 

საქართველოს პარლამენტში ისრაელის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
დღეს საქართველოს პარლამენტში ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის
65-ე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საკანონმდებლო ორგანომ 
გამოფენა „ჰორიზონტებს“ უმასპინძლა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით 
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ისრაელის ელჩმა 
საქართველოში, იუვალ ფუქსმა, მიმართეს. ელჩის განცხადებით, საქართველოსა და 
ისრაელს შორის მეგობრობა გაცილებით მეტ ხანს ითვლის და უაღრესად სასიამოვნოა, 
რომ ისეთ პრეიოდში ვცხოვრობთ, როდესაც ამ ურთიერთობების მეტად გაღრმავებაა 
შესაძლებელი.
„ისრაელი და საქართველო არა მხოლოდ მეგობრები, არამედ პარტნიორებიც არიან. 
უამრავი დაბრკოლება გვაქვს გადასალახი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, 
სოციალურ და კულტურულ სფეროებში. ჩვენ მზად ვართ თითოეული ეს სფერო 
განვავითაროთ და დღევანდელ თუ ხვალინდელ პრობლემებს ერთობლივი ძალებით 
გავუმკლავდეთ, რაც ორივე ქვეყნისა და ხალხისთვის უაღრესად სასარგებლო იქნება“. - 
განაცხადა იუვალ ფუქსმა.
საქართველოში ისრაელის ელჩის თქმით, ისინი არა მხოლოდ ისრაელის, არამედ 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაც ზეიმობენ.
„მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს 
ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს მომავალშიც ასე იქნება“. - აღნიშნა 
ფუქსმა.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფი 
ჩამოყალიბდა და მისი თავმჯდომარე უმრავლესობის წევრი, ელისო ჩაფიძეა. 
აღნიშნული ჯგუფის მიზანი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობისა და 
ურთიერთგაგების კიდევ უფრო მეტად გამყარებაა.

დღეს საქართველოს პარლამენტში ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 65-ე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საკანონმდებლო ორგანომ გამოფენა „ჰორიზონტებს“ უმასპინძლა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა მიმართეს. ელჩის განცხადებით, საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობა გაცილებით მეტ ხანს ითვლის და უაღრესად სასიამოვნოა, რომ ისეთ პრეიოდში ვცხოვრობთ, როდესაც ამ ურთიერთობების მეტად გაღრმავებაა შესაძლებელი. „ისრაელი და საქართველო არა მხოლოდ მეგობრები, არამედ პარტნიორებიც არიან. უამრავი დაბრკოლება გვაქვს გადასალახი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში. ჩვენ მზად ვართ თითოეული ეს სფერო განვავითაროთ და დღევანდელ თუ ხვალინდელ პრობლემებს ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ, რაც ორივე ქვეყნისა და ხალხისთვის უაღრესად სასარგებლო იქნება“. - განაცხადა იუვალ ფუქსმა.

საქართველოში ისრაელის ელჩის თქმით, ისინი არა მხოლოდ ისრაელის, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაც ზეიმობენ. „მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს მომავალშიც ასე იქნება“. - აღნიშნა ფუქსმა.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფი ჩამოყალიბდა და მისი თავმჯდომარე უმრავლესობის წევრი, ელისო ჩაფიძეა. აღნიშნული ჯგუფის მიზანი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების კიდევ უფრო მეტად გამყარებაა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია