დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ გაიზარდა
2013/05/28 16:41:18

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2013 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 1.1 პროცენტით, ანუ 95.5 მლნ ლარით გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი, რომელიც არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლითაა დაანგარიშებული,  მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 8.8 მლრდ ლარზე მეტია.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 80.7 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა  – 14.9  მლნ ლარით (0.3 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 833.6 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით ანუ 18.4 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.9 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.2 პროცენტით ანუ 44.5 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, აპრილში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 3.5 პროცენტით ანუ 79.9 მლნ ლარით შემცირდა და 2.2 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი მაისისათვის 960.3 მლნ ლარით განისაზღვრა (8.5 პროცენტით ანუ 74.8 მლნ ლარით მეტი პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით); 9.0 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 421.5 მლნ ლარია (1.3 პროცენტით, ანუ 5.5 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 76.1 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2013 წლის აპრილის განმავლობაში 2.3 პროცენტით ანუ 87.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის  3.8  მლრდ ლარს გადააჭარბა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1308
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია