დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2012 წელს უმუშევრობის დონე , 2011 წელთან შედარებით, შემცირებულია
2013/05/27 14:45:23

2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2011 წელთან შედარებით მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15 პროცენტი შეადგინა. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  2012 წელს 2011 წელთან მიმართებაში მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.4 პროცენტული პუნქტით.

უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურობისა და დასაქმების დონეები გაზრდილია როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში.

ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი.

2012 წელს, 2011 წელთან მიმართებაში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 4.8 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა  რაოდენობა  გაიზარდა 2.8 პროცენტით, რის შედეგადაც აღნიშნული თანაფარდობა მცირედით შეიცვალა. უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. თუმცა, 2012 წელს სოფლის ტიპის დასახლებებში უმუშევრობის დონე გაიზარდა 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით.

რაც შეეხება უმუშევრობის დონის მაჩვენებელს რეგიონულ ჭრილში, აღსანიშნავია მისი კლება კახეთის რეგიონში 2.4 პროცენტული პუნქტით და აჭარის ა/რ-ში - 1.5 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე გაზრდილია შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, შესაბამისად, 1.7 და 1.6 პროცენტული პუნქტებით. დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2012 წელს 2011 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონე მამაკაცებში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ქალებში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად, ქალებში უმუშევრობის დონე ნაკლებია, ვიდრე კაცებში.

„ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა დიასახლისია და, შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს. 2012 წელს ქალებში არააქტიურობის დონემ შეადგინა 42.6, ხოლო კაცებში 21.8 პროცენტი. ამგვარად, კაცებთან შედარებით, ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე“,- განმარტავენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

აქტიურობის დონის სქესობრივ ჭრილში განხილვისას, აღსანიშნავია, რომ მამაკაცებში აქტიურობის დონემ 2012 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს (78.2 პროცენტი) მიაღწია ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ხოლო ქალებში - ბოლო ცხრა წლის მანძილზე.

ქალებში დასაქმების დონემ 2012 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო რვა წლის მანძილზე, ხოლო კაცებში - ბოლო ცხრა წლის მანძილზე.

უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2012 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (36.9 პროცენტი). უმუშევრობის დონე ასევე გაზრდილია 40-44 და 55-59 წლების ასაკობრივ ჯგუფებში, შესაბამისად, 3.7 და 1.4 პროცენტული პუნქტით. ამასთან, უმუშევრობის დონის ყველაზე დიდი შემცირება (4.1 პროცენტული პუნქტით) დაფიქსირდა 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

ეს მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში.

ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და, შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია