დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტს მოაწერა ხელი
2013/05/24 18:16:46

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს - "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016".

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი, განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს 2016 წლის ჩათვლით და მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაზე მუშაობა 2009 წელს ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის (National Security Review) ფარგლებში დაიწყო.  პროცესში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ექსპერტები. დოკუმენტის დამტკიცებამდე თავდაცვის სამინისტრომ კონსულტაციები და განხილვები მოაწყო როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ასევე დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ექსპერტებთან.

2013-2016 წლების განმავლობაში თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის რეკომენდაციების განხორციელება წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს უმთავრეს ამოცანას. შეზღუდული რესურსები და ცვლადი უსაფრთხოების გარემო კვლავ გამოწვევად რჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს მიზანია მაქსიმალურად დაბალანსებულად და გეგმაზომიერად განახორციელოს დოკუმენტით განსაზღვრული რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება განაპირობებს ეფექტიანი მართვისა და სტრუქტურის მქონე, პროფესიული, მობილური, სათანადოდ აღჭურვილი და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, რომელიც შესძლებს უზრუნველყოს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას და სამოქალაქო ხელისუფლების დახმარებას ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს,-”აღნიშნულია ინფორმაციაში.  

დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია და განხორციელდება აუცილებელი თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება, ცვლადი უსაფრთხოების გარემოდან მომდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ.

თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში შესაბამის დონეზე იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს პარლამენტთან ანგარიშვალდებულება და მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. თავდაცვის სამინისტრო გააუმჯობესებს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობების მექანიზმებს და ანგარიშვალდებულების ფორმებს, რეგულარული მოხსენებებისა და ანგარიშების საშუალებით.

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის რეკომენდაციების განხორციელების მიზნით, თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს მის განხორციელების გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსფორმაციის პრიორიტეტების გეგმაზომიერად განხორციელებას და მონიტორინგს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია