დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 9 დასახლება და 28 მრავალბინიანი შენობა შეკეთდება
2013/05/24 16:07:26

დღეს ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გოგი ფაცაციამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი,რაც USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობას გულისხმობს.

ღონისძიებაზე ხელმოწერილ მემორანდუმში მოცემულია  ბინათმესაკუთრეთა და მობინადრეთა ამხანაგობების განვითარების მონახაზი, რაც ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალბინიანი შენობებისა და კოტეჯების ტიპის დასახლებებში აშშ-ის მთავრობის მიერ რეაბილიტირებული საცხოვრებელი ბინების სტაბილურ  მოვლა-ექსპლუატაციის პროცესს.

 შეხვედრის მსვლელობისას, NEO-მ, ასევე გამართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც შემუშავებულა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  შექმნის, მართვისა და ზედამხედველობის პროცესში ბინათმესაკუთრეებისა და მუნიციპალური მთავრობის მოხელეების დასახმარებლად.

"ჩვენ შეხვედრა ქუთაისში შემთხვევით არ გაგვიმართავს, ეს ქალაქი სწორედ იმიტომ ავირჩიეთ, რომ ახალი პროექტით,  დევნილებისათვის აქ შენდება და რემონტდება საცხოვრებელი კორპუსები. საქართველოში მწვავე სოციალურ მდგომარეობაში  მყოფი 40 000 დევნილი გვყავს, ამიტომ  USAID-ის მიერ განხორციელებული პროექტი სასიკეთოდ წაადგება, ქვეყანაში დევნილთა განსახლებისათვის  დაწყებულ გრძელვადიან პროცესს"-განაცხადა მინისტრის მოადგილემ, გოგი ფაცაციამ.

2013 წელს neo-მ წარმატებით განახორციელა ამხანაგობების შექმნის პილოტური პროექტები რუსთავში, ქუთაისსა და სენაკში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა 7 შენობაში და 2 დასახლებაში-ბერბუკსა და ხურვალეთში, რის შემდეგაც სარგებელი მიიღო 429 ოჯახმა.

 საცდელი პროგრამისთვის შემუშავებული რესურსების გამოყენებით, ამჟამად ფართოვდება NEO-ს მუშაობა, რათა საქართველოს მასშტაბით დამატებით მოიცვას იძულებით გადაადგილებულ პირთა 9 დასახლება და 28 მრავალბინიანი შენობა.

ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტს, USAID-ის მეშვეობით აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა. პროექტი შემუშავებულია საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და თემების მოსახლეობის დახმარების მიზნით, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ჩართვა ეკონომიკური ბაზრების საქმიანობებში, ინვესტიციის მოზიდვასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.

პროექტის ინიციატორთა განცხადებით, პროექტი სარგებელს მოუტანს სოფლად მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ მინიმუმ 70 000 ოჯახს. რომლის მიზანს სწორედ სიღარიბის დაძლევა და დახმარება წარმოადგენს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1379
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია