დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნორჩ ვირტუოზ-შემსრულებელთა მორიგი წარმატება
2013/05/24 13:33:07

ამჯერადაც, თურქეთის ქალაქ ქემერში, 23 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გამართულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „ჰარმონია – 2013“  სათანადოდ შეფასდა ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლიდან მონაწილე ნორჩი კონკურსანტების პროფესიონალიზმი.

პირველი კატეგორია და ლაურეატის წოდება, მესამე ადგილი, მაყურებელთა სიმპათია, ვირტუოზული შესრულებისათვის სპეციალური პრიზი აიღო პედაგოგ შორენა ზვიადაძის მე-4 კლასის მოსწავლემ, მევიოლინე ვიტალი კენჭაძემ.

მეორე კატეგორიაში ლაურეატის წოდება, პირველი ადგილი და ფესტივალის სპეციალური პრიზი საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგ თამუნა ჭეიშვილის მე-6 კლასის მოსწავლემ მარიკა მამარდაშვილმა დაიმსახურა.

ფესტივალის დიპლომი და მაყურებლის სიმპათიის პრიზი თამუნა ჭეიშვილისვე მე-3 კლასის მოსწავლემ, მარიამ ჭეიშვილმა მოიპოვა.

რაც შეეხება კლასიკური მუსიკის თბილისში სულ ახლახან გამართულ საერთაშორისო ფესტივალს „მომავლის ვარსკვლავები 2013“, იგი ასევე წარმატებული აღმოჩნდა სამუსიკო სკოლისათვის.

სპეციალური დიპლომებით აღინიშნა ნორჩ ვირტუოზ მუსიკოს-შემსრულებელთა გამოსვლა განსაკუთრებული ყურადღება ხვდა წილად სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა – ლილე სვანიძისა და ლია სოხაძის – საფორტეპიანო დუეტს (პედაგოგი ქეთევან ლორთქიფანიძე). ამ დუეტმა ფესტივალის აღმოჩენის სპეციალური პრიზი და ფესტივალის მედლები დაიმსახურა.

ასევე განსაკუთრებული პრიზით აღინიშნა თავად პედაგოგის, ქალბატონ ქეთევან ლორთქიფანიძის ნაყოფიერი მუშაობა და იგი ფესტივალის დამფუძნებელთა სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

კონკურსებით და შიდა სასკოლო ღონისძიებებით აღსავსე სასწავლო პროცესი განსაკუთრებით ივნისში იქნება დატვირთული. შეგიძლიათ, სკოლის მოსწავლეთა და მათი პედაგოგების წარმატებულ შემოქმედებით ცხოვრებას თვალყური ადევნოთ სკოლის ფეისბუქზე და ვებ გვერდზე www.musicschool2.evg.

 დალი ბარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1361
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია