ლიტვის სეიმში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, სქესის შეცვლის აკრძალვას შეეხება.
ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოს „დელფი.ლტ.“-ის ინფორმაციით, კანონპროექტი ერთგვარი დამატებაა ლიტვის სამოქალაქო კოდექსისა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მედიცინის დახმარებით, სქესის ხელოვნურად შეცვლა ლიტვაში იკრძალება“.
კანონპროექტი სეიმის დეპუტატების წინაშე პარტია „კონსერვატორებმა“ წარადგინა. პროექტი განსახილველად ლიტვის სეიმის სხვადასხვა კომიტეტს გაეგზავნა.