დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დედაენის ძეგლთან აქციები „არა თეოკრატიას!“ და „აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა!“ გაიმართება
2013/05/24 11:38:23

დღეს თბილისში დედაენის ძეგლთან ორი აქცია გაიმართება. საზოგადოების ერთი ნაწილი  ატარებს აქციას მოწოდებით: „არა თეოკრატიას!“, ხოლო პარალელურად გაიმართება არასამთავრობო ორგანიზიაცია „ეროვნული ფრონტის" აქცია მოთხოვნით: „აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა!“

 არა თეოკრატიას!" აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 17 მაისს რელიგიურმა ფუნდამენტალიზმმა ყველაზე აგრესიული და მასშტაბური ფორმით გამოააშკარავა თავი საქართველოში.

 „მოგიწოდებთ ყველას მოხვიდეთ აქციაზე და მოითხოვოთ კონსტიტუციაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია - არა თეოკრატიას!", - აღნიშნულია ორგანიზატორთა განცხადებაში.

 მათივე განმარტებით აქცია „არა თეოკრატიას!" არავითარი კავშირი არ აქვს სექსუალური უმცირესობების აღლუმთან.

„არავითარ გეი აღლუმზე საუბარი არაა. ესაა საზოგადოების დაბნევისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით ოპონენტებისა და აგრესიულად განწყობილი ჯგუფების მიერ მოგონილი თემა“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

„ეროვნული ფრონტი“ თვლის, რომ ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ორგანიზებული აქცია ატარებდა პროვოკაციულ ხასიათს და შეიცავდა ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი ფასეულობების და ღირებულებების ძალადობრივად თავსმოხვევის მცდელობას. აღნიშნულმა კი 17 მაისს საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია.

 „გლობალისტური ეკონომიკური კლანების გრანტებით ნასაზრდოები ფსევდო-ლიბერალური ფრთა ცდილობს 17 მაისის მოვლენები გადააბრალოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სასულიერო პირებს, რაც ისევ და ისევ ქართულ საზოგადოებაზე იდეოლოგიური ძალადობის ელემენტებს შეიცავს. ამიტომ ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანზიაცია „ეროვნული ფრონტი" ატარებს აქციას მოთხოვნით: „აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა!“, - ნათქვამია „ეროვნული ფრონტის“ განცხადებაში.

აქციის მიმდინარეობისას დედა ენის ძეგლთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

აქციის გამართვა დღეს, 24 მაისს, 19 საათზეა დაანონსებული. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია