ქუთაისის სასამართლოსთან აქციის ორგანიზატორები იკრიბებიან. ამ დროისათვის რამდენიმე ასეული ადამიანია თავმოყრილი. მათ შორის არიან ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრების" წარმომადგენლები. ასევე "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, სოსო მანჯავიძე. ისინი ვანო მერაბიშვილის გასამართლებას და ამ გზით ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. აქციის წევრებმა მოიტანეს 26 მაისს დარბეული აქციის ამსახველი ფოტომასალა, ასევე, აქციას შეუერთდნენ აქტივისტები ცოცხებით ხელში, თავდაპირველად, მათ სასამართლოს დაცვამ იქ შესვლა აუკრძალა, მაგრამ, მოგვიანებით, მაინც შეძლეს, აქციას შეერთებოდნენ.
პარალელურად აქციას გეგმავს "ნაციონალური" მოძრაობა. ისინი სამხარეო პოლიციის შენობის წინ შეიკრიბებიან, სადაც ამ დროისათვის ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი იყოფებიან.