მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ამ დროისათვის იმერეთის სამხარეო სამმართველოს დროებით მოთავსების იზოლატორში რჩებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასამართლო სხდომამდე, შესაძლოა, მერაბიშვილს დაუმძიმდეს ბრალი. პროკურატურას ჯერ არ მიუმართავს სასამართლოსათვის დაკავებულებისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, შესაბამისად, ჯერ არ არის ჩანიშნული სასამართლო პროცესი. ბრალდებულის მხარეს ამისთვის 48 საათი აქვს.