გერმანიამ და უნგრეთმა არასასიამოვნო გამოთქმები გაცვალეს, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვის საფუძველი გახდა.
„ევრონიუსის“ ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, გერმანიის შიდა პოლიტკის შეფასებისას, კანცლერი ანგელა მერკელი ნაცისტს შეადარა. უფრო მეტიც, მან 1944 წელს უნგრეთში ჰიტლერის არმიის შეჭრა გაიხსენა.
სიტყვიერი დიპლომატიური სკანდალი გააგრძელა სოციალ-დემოკრატმა პიერ შტაინბრიუკმა, როდესაც საჯაროდ გამოსვლისას განაცხადა, უნგრეთი გავაძევოთ ევროკავშირიდანო. საპასუხოდ მერკელმა, შეეცადა რა დაეცვა უნგრეთის ინტერესები, იხუმრა: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ეს ქვეყანა სწორ გზაზე. არ ღირს იქ კავალერიის სასწრაფოდ გაგზავნა”.
ხუმრობას სასწრაფოდ გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და გერმანიას „ძველი ცოდვები“ შეახსენა: „კავალერია, ტანკების სახით, გერმანიამ უკვე გაგზავნა“.
რა იქნება მომავალში, გაურკვეველია. უახოლოეს დღეებში ქვეყნის ლიდერებს ევროსაბჭოს სამიტზე პირისპირ შევხვედრა მოუწევთ.