თურქეთის ხელისუფლებამ რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში უვიზოდ შესვლისა და გამოსაყენებელი დღეების რაოდენობა გაზარდა. თუ აქამდე თურქეთში დასასვენებლად ჩასულ ტურისტს თურქეთის მასშტაბით უვიზოდ გადაადგილება ერთი თვის ვადით შეეძლო, ახლა ეს დრო 2 თვემდე გაიზარდა.
როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის მინისტრთა საბჭომ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიზნით მიიღო.
რუსი ტურისტებისთვის თურქეთში უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება ქვეყნის მთავრობებს შორის 2011 წელს გაფორმდა. ხელშეკრულებით, რუს ტურისტს თურქეთში უვიზოდ შესვლა და 30 დღით დარჩენა შეეძლო. ამჯერად დღეების რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. არ იზღუდება ქვეყანაში შესვლის რაოდენობა-90 დღის განმავლობაში ტურისტს საზღვრის გადაკვეთის უფლება იმდენჯერ აქვს, რამდენჯერაც მოესურვება.