დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში შემცირებები გარდაუვალია
2013/05/17 17:27:21

გია უკლება: „ბატონი ნიკო კი არ გეგმავს რეორგანიზაციას, ეს დაკვეთაა „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან“

ქალაქ ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე N48-ე სხდომამ მწვავე კამათისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. სხდომაზე მერიაში საშტატო ერთეულის შემცირების საკითხი განიხილეს. შესაბამისი გეგმის შედგენა ფრაქცია „საქრთველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან გასულ კვირას დაევალა  ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს ნიკო კაჭკაჭიშვილს. საუბარია 20%-ის – 100-დან 150- მდე თანამშრომლის შემცირებაზე, ასევე იგეგმება მერიაში სხვადასხვა სამსახურების შეერთება.

ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გია უკლებამ, მმართველი გუნდი „პოლიტიკური გათავისუფლების“ ორგანიზების დაგეგმვაში დაადანაშაულა. 

„ბატონი ნიკო კი არ გეგმავს რეორაგნიზაციას, ეს დაკვეთაა „პატრიოტთა ალაინსის“ მხრიდან. მე მრცხვენია, ჩემი ყოფილი თანაგუნდელები რომ დღეს ამ დღეში ხართ. „პატრიოტები“, ძალიან გთხოვთ, ნუ ასრულებთ „ოცნების“ შავ სამუშაოს და ერთ ადგილს ასე ბედნიერად ნუ უხოცავთ „ოცნებას,“-განაცხადა უკლებამ საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის მისამართით.

უკლებას საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა.

„შეურაცხყოფების ხანა დასრულდა ქართულ პოლიტიკაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხდება შემცირება, რადგან მუშა პროცესი იწყება დღეიდან, განიხილება ყველა შესაძლო საკითხი. სამსახურების დამატება მოხდება, გაუქმება თუ შეერთება, ეს არის  განსახილველი თემა. როდესაც ჩამოვყალიბდებით, შემდეგ გეტყვით, რა შედეგი მიიღო ამ რეორგანიზაციამ.“ - აღნიშნა თამაზ მარგველაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1313
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია