დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დევნილებისთვის ახალი პროექტები იწყება
2013/05/14 19:08:48

ევროკავშირი დევნილთა შემოსავლის მომტან წყაროებს 5 მილიონი ევროთი დააფინანსებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დონორებთან ერთად დევნილებისთვის შემოსავლის მომტან წყაროებზე მუშაობას იწყებს.

როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, დღეს მინისტრი დავით დარახველიძე საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილთა შემოსავლის მომტანი წყაროების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილეს.

დარახველიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, დევნილებისთვის დაახლოებით 30 000 საცხოვრებელი ბინის  რეაბილიტაცია მოხდა, სამინისტროს მხრიდან ნაკლებად ხდებოდა საარსებო წყაროების და სხვა დევნილთა დამხმარე პროგრამების ხელშეწყობა. ეს სფერო მთლიანად მინდობილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

 მინისტრმა, ახალ პროექტთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის დიდ წვლილზე, რაც დევნილთა შემოსავლის მომტან წყაროებს 5 მილიონი ევროთი დააფინანსებს. პროექტს განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომელიც დევნილთა სამინისტროში შეიქმნება.

„პროექტს ევროკავშირი აფინანსებს 5 მილიონი ევროთი და მსოფლიო ბანკი - 2 მილოინი დოლარით. მათი პირობაა, პროექტი განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა (სსიპ-ი). ამისათვის სამინისტროს უახლოეს მთავრობის სხდომაზე გააქვს პროექტი და შეიქმნება სსიპ-ი. დღევანდელი შეხვედრის შედეგად დაიწყება აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებისათვის. ეს იქნება მრავალწლიანი პროექტი, რომელიც დევნილი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს,“ -  აღნიშნა დავით დარახველიძემ.

 

 დევნილთათვის შემოსავლის წყაროს მომტანი პროექტების განხორციელების სტრატეგიის შემუშავება ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს სტრატეგიის ჩარჩოს შექმნას, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია