დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თევზჭერასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება
2013/05/14 13:32:31

თევზჭერისა და ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება.

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა მოამზადა. ცვლილებების განხილვა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოეწყო.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ცვლილებები შედის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების კანონდარღვევით ჭერისთვის კონკრეტული სანქციები შემოდის. აღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე იცვლება სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების შემთხვევაში ქმედება კვალიფიცირდება სისხლის სამართლის დანაშაულად, მიუხედავად იმისა, დამრღვევმა მოიპოვა თუ არა თევზის რესურსი.

გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტების მომზადება ბოლო წლებში ბრაკონიერების მიერ ფლორისა და ფაუნისთვის განუსაზღვრელი ზიანის მიყენებამ განაპირობა. მისი ინფორმაციით, წინა ხელისუფლების მიერ არაქმედითი ნაბიჯების გადადგმამ და ბრაკონიერობის დაუსჯელობამ ქვეყნის მასშტაბით არაერთი სავალალო პრობლემა წარმოშვა, რასაც მოწმობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კომიტეტში შემოსული კოლექტიური წერილები უკანონო თევზჭერის და ნადირობის შეწყვეტის მოთხოვნით.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტთა პაკეტზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1491
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია