დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სარჩელი ქუთაისელების შეურაცხყოფისათვის და ერთთეთრიანი მორალური ზიანის ანაზღაურება
2013/05/14 15:21:28

თარხან-მოურავს ბოდიშის მოსახდელად ვადა დღის ბოლომდე აქვს

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებას, ქუთაისის მერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ,  ეხმაურება მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში და ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში შერმადინ მიქელთაძე.

გთავაზობთ მიქელთაძის განცახდებას:

„ბატონო დავით, თქვენი, როგორც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის მხრიდან, გაკეთდა ჩემი და ჩემი თანაქალაქელების მიმართ აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც სრულად აკნინებს და იგნორირებას უწევს ქუთაისში ღირსეული ადამიანების მიერ ქალაქის მერის კონკურსის წესით შერჩევის პროცესს. თქვენი განცხადებით, ისინი ასრულებენ მხოლოდ ფორმალურ მოვალეობას - ერქვათ კომისიის საპატიო წევრები და გვევლინებიან როგორც მარიონეტები.
ფორმალური და დასაცინი გახადეთ იმ ორმოცდაათამდე კონკურსანტის მოტივი, რომლებიც საკუთარი ღირსებით და დამსახურებით თვლიან, რომ მათ აქვთ უფლება განიხილებოდნენ, როგორც ქალაქის მერის ვაკანტური ადგილის პრეტენდენტები.
შესაბამისად, გთხოვთ, დღის ბოლომდე, მოიხადოთ ბოდიში თქვენი განცხადებისათვის. წინაღმდეგ შემთხვევაში, ჩემს მიერ სასამართლოში შევა სარჩელი, რომელსაც თქვენს წინააღმდეგ ამზადებს ადვოკატ ლედი ტუკვაძის საადდვოკატო ბიურო. სარჩელის შესაბამისად, ჩემი მოთხოვნა იქნება, ისევ და ისევ თქვენს მიერ ქუთაისელებისათვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და ასევე, მოვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურაბას, სიმბოლურად 1 თეთრად, რომელიც უნდა ჩარიცხოთ ქუთაისის მერიის ანგარიშზე, როგორც თქვენი განცხადების საფასური.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1337
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია