რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა უარი თქვა 5 ტიპის კონიაკზე, რომლის შეტანასაც რუსეთის სამომხმარებლო ბაზარზე კომპანია „ძმები ასკანელები“ გეგმავდა.
„ამ სასმელს კონიაკს არც კი დაარქმევ. მე მას წარსულიდან ზარს ვუწოდებდი,“ – აღნიშნა „ინტერფაქსთან“ საუბარში რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ.
ამ განცხადების მიუხედავად, სამსახურმა კომპანია „ძმები ასკანელების“ 9 სახეობის ღვინო დადებითად შეაფასა.
„თუკი ისინი ღვინის 9 სახეობაში გავიდნენ, კონიაკში პირიქით, სრულად დაიბლოკნენ. ის, რაც მათ ჩვენ წარმოგვიდგინეს, საკონიაკე სპირტსაც კი არ შეიცავს,“ – აცხადებს ონიშჩენკო.
ონიშჩენკოს თქმით, ამ ეტაპზე ქართველი მეწარმეები რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანას ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის პრობლემების გამო ვერ ახარხებენ, – ნათქვამია „ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.