დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა გვამების ექსჰუმაცია დაიწყო
2013/05/08 14:04:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა 2012 წლის ზაფხულში, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა გვამების ექსჰუმაცია  დაიწყო.

ამ დროისთვის პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის სასაფლაოდან ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრებია ამოღებული. სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სხვა პირების საფლავებს საგამოძიებო ჯგუფი მომდევნო დღეებში გახსნის.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულების ცხედრებს ექსპერტიზა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე უტარდებათ.

ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 7 ჩეჩენი დაიღუპა, რომელთაგან 3 პანკისის ხეობის მცხოვრები იყო. სპეცოპერაციას ასევე ემსხვერპლნენ შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ჯარების ექიმი ვლადიმერ სიხარულიძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1441
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია