დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა „ოცნების“ მაისური დაწვა
2013/05/01 13:55:50

ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მაისური საჯაროდ დაწვა. მიზეზი წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაა. ფირუზ ბერაძის თქმით, ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ის იყო დასაქმებული და არჩევნების შემდეგ ისიც დაითხოვეს. ბერაძე ნიკეას ქუჩაზე მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობდა და ნოემბრის თვეში სხვა 130 თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს. ქარხნის მფლობელმა მიზეზად ცუდი მუშაობა და ფინანსების არქონა დაასახელა.

„ოცნება“ ჩემი საყვარელი პარტია იყო და ვიყავი მისი აქტიური მხარდამჭერი. ახლა კი მეზობლების სასაცილო გავხდი, დამცინიან – „ხომ დაგასაქმა ბიძინამო“. ვითხოვ, რომ მომაქციონ ყურადღება, აღმადგინონ სამსახურში და შეასრულონ ყველა დანაპირები“. - ამბობს ფირუზ ბერაძე.

სამსახურში აღდგენისა და დახმარების თხოვნით ფირუზ ბერაძემ რამდენიმე სტრუქტურას უკვე მიმართა. ბერაძის თქმით, მან მოხსენებითი ბარათი დაწერა დავით უსუფაშვილის სახელზე და იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისშიც, სადაც დახმარებას დაჰპირდნენ. თუმცა, მისი თქმით, ამ დრომდე პასუხი არც ერთი მათგანისგან არ მიუღია.

ფირუზ ბერაძის შვილის განცხადებით, ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და დიაბეტით დაავადებული დედა, მაგრამ სოციალურად დაუცველის სტატუსი მაინც არ მიანიჭეს.

„წინასაარჩევნოდ ხომ კარგად დადიოდა უბან-უბან გუბაზ სანიკიძე და დახმარებას გვპირდებოდა? სად არის ახლა? უკვე შვიდი თვე გავიდა, ბავშვები შიმშილით მეხოცებიან,“ – განაცხადა ბერაძის შვილმა.

მაისურის დაწვით ბერაძეების ოჯახს იმედი აქვს, რომ ხელისუფლების ყურადღებას მიიქცევს და რაღაც სახის დახმარებას მაინც მიიღებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია