დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ქარმა ხე მოგლიჯა
2013/04/16 15:03:06

ქუთაისში ძლიერმა ქარმა რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „პოპულთან“ მდგარი ალვის ხე მოგლიჯა. შემთხვევის დროს სასწაულებრივად გადარჩენ ფეხით მოსიარულეები, რომლებიც იქვე მდებარე სკოლაში მიდიოდნენ. მათი განცხადებით, ისინი ერთი წუთით შეჩერდნენ ქარის მიერ წართმეული თავსაფრის ასაღებად, სწორედ ამ დროს კი, მათ წინ ქარის მიერ მოთხრილი უზარმაზარი ხე დაეცა. შემთხვევის ადგილზე მყოფთაგან ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისათვის საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური იმყოფება.

გარდა ამისა, ქალაქის უმეტეს უბნებს, ძლიერი ქარის გამო, არ მიეწოდება ელექტროენერგია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია