დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიზ­ნეს­სექ­ტო­რი „შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მას“ მომ­ზა­დებული შეხვდა
2013/04/15 12:38:28

სოფ­ლის მე­ურ­ნეობის გან­ვი­თა­რება სა­ქარ­თვე­ლოს ახალი მთავ­რობის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. ხელი­სუფ­ლება მიმ­დი­ნა­რე წელს ამ სექ­ტორ­ში დი­დი ფი­ნან­სუ­რი კა­პი­ტა­ლის მო­ზიდ­ვას ვა­რა­უ­დობს. სოფ­ლის მე­ურ­ნეობის გა­მო­ცოცხლების მიზ­ნით, „შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებში ია­ფი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი სესხის გა­ცე­მა უკ­ვე მიმ­დი­ნა­რეობს. პროგ­რა­მის გახორ­ცი­ე­ლება მარ­ტის ბოლოს და­იწყო. 11 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მებით კი, პროგ­რა­მის მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტში - 21, მე­სა­მე­ში კი 2 სესხია დამ­ტკი­ცებული. სოფ­ლის მე­ურ­ნეობის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ფი­ფია ჩვენ­თან საუბრი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ეტაპ­ზე ბან­კები, ჯამ­ში, 216 ბიზ­ნეს­გა­ნაცხადს გა­ნიხილა­ვენ. აქე­დან - 193 მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტის სესხის გა­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს, და­ნარ­ჩე­ნი 23 კი - მე­სა­მე კომ­პო­ნენ­ტი­სას.

 

„აქ საუბარია პერ­სპექ­ტიულ გა­ნაცხადებზე, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლიც და­ფი­ნან­სდება. ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რეობს უპ­რო­ცენ­ტო გან­ვა­დების გა­ცე­მაც მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ციებისა და ბან­კების მი­ერ. მა­ღა­ლია მოთხოვ­ნა მე-2 კომ­პო­ნენ­ტის სესხებზე, თუმ­ცა მე­სა­მე კომ­პო­ნენ­ტის­თვის უკ­ვე დამ­ტკი­ცებული 2 სესხი და 23 პერ­სპექ­ტი­უ­ლი გა­ნაცხადია განხილ­ვა­ში, რაც საკ­მა­ოდ კარ­გი მაჩ­ვე­ნებელი­ა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნებით, რომ პრო­ექ­ტი სულ ორი კვი­რა­ა, რაც მიმ­დი­ნა­რეობს,“ - გვითხრა შალ­ვა ფი­ფი­ამ.

„შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის“ გა­სახორ­ცი­ე­ლებლად სოფ­ლის მე­ურ­ნეობის სა­მი­ნის­ტრომ მუ­შაობა გა­სუ­ლი წლის დე­კემბერ­ში და­იწყო. შეხვედ­რები იმარ­თებოდა ბან­კების, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ციების წარ­მო­მად­გენ­ლებთან, ასე­ვე სოფ­ლის მე­ურ­ნეობის სა­წარ­მოო სა­შუ­ა­ლებების მიმ­წო­დებლებთან. მათ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­ექ­ტის 3 კომ­პო­ნენ­ტი გა­მო­იკ­ვე­თა.

პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტი მცი­რე ფერ­მე­რებს სა­შუ­ა­ლებას აძ­ლევს, 5000 ლა­რის ფარ­გლებში 6-თვი­ა­ნი უპ­რო­ცენ­ტო სა­სა­ქონ­ლო კრე­დი­ტი (გან­ვა­დება) მი­ი­ღონ. იმ შემთხვე­ვა­ში, თუ კი ფერ­მე­რები კრე­დიტს 6 თვე­ში ვერ და­ფა­რა­ვენ, ყოველ მომ­დევ­ნო თვე­ში მათ 3 პრო­ცენ­ტის გა­დახდა მო­უ­წევთ.

უპ­რო­ცენ­ტო გან­ვა­დებით სარ­გებლობისას, მა­ღა­ზია ფერ­მერს შე­სასყიდი პრო­დუქ­ცი­ის სა­ფა­სუ­რის ან­გა­რიშს (ინ­ვო­ისს) გა­მო­უ­წერს, რო­მელ­საც სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტი აა­ნაზ­ღა­უ­რებს. 

სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუტ­სა და მა­ღა­ზი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კების შე­დე­გად, ფერ­მერს/მე­წარ­მეს სა­შუ­ა­ლება ეძ­ლე­ვა, პრო­დუქ­ცი­ის წარ­მოების სრუ­ლი ციკ­ლის გან­მავ­ლობაში, გა­მო­ი­ტა­ნოს მა­ღა­ზი­ი­დან მის­თვის სა­ჭი­რო სა­წარ­მოო სა­შუ­ა­ლებები, სა­თეს­ლე და სარ­გა­ვი მა­სა­ლა, პეს­ტი­ცი­დები, ვეტ­პრე­პა­რა­ტები, გარ­და სა­სუ­ქი­სა... მა­ღა­ზია მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ფას­დაკ­ლებას უკე­თებს. თუ ფერ­მე­რი მა­ღა­ზი­ი­დან, მა­გა­ლი­თად, პი­რობითად 3000 ლა­რის ღი­რებულების პრო­დუქ­ცი­ას გა­ი­ტანს, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია მას 2950 ლარს გა­დაუხდის. მა­თი მო­გება სწო­რედ ეს 50 ლა­რია. მაგ­რამ ფერ­მე­რი მა­ღა­ზი­ა­ში 3000 ლა­რის პრო­დუქ­ცი­ას სა­კუ­თა­რი ფუ­ლით თუ შე­ი­ძენს, მას ფას­დაკ­ლება არ შეეხება.

მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტი სა­შუ­ა­ლო და მსხვილ ფერ­მე­რებზეა გათ­ვლი­ლი, იგი ით­ვა­ლის­წი­ნებს 5000-დან 100 000 ლა­რამ­დე 2-წლი­ან აგ­როკ­რე­დი­ტის გა­ცე­მას. კრე­დი­ტის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 8 პრო­ცენ­ტზე მა­ღა­ლი არ იქ­ნება. მი­სი მი­ზა­ნია საბრუ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლებების და მა­რა­გების შესყიდ­ვის და­ფი­ნან­სება მოკ­ლე ვა­დით.

მე­სა­მე კომ­პო­ნენ­ტი 1 მლნ ლა­რამ­დე (ექ­ვი­ვა­ლენ­ტი აშშ დო­ლარ­ში) სესხს შე­ად­გენს. ეს არის აგ­რო­სა­წარ­მოების­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 7 წლამ­დე შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტი. მი­სი წლი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი არა­უ­მე­ტეს 3 პრო­ცენ­ტი იქ­ნება. აგ­როკ­რე­დი­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლებებისა და ტექ­ნო­ლო­გიების ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით და­ფი­ნან­სებას... სოფ­ლის მე­ურ­ნეობის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხადებენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­სა­მე კომ­პო­ნენ­ტი, მი­ნი­მუმ, 60 სა­წარ­მოს გახსნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის პრო­ექტს“ „სოფ­ლი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნეობის გან­ვი­თა­რების ფონ­დი“ აფი­ნან­სებს. მი­სი გან­მახორ­ცი­ე­ლებელი კი         „სოფ­ლის მე­ურ­ნეობის პრო­ექ­ტების მარ­თვის სა­ა­გენ­ტოა“. ბან­კების მი­ერ დამ­ტკი­ცებულ პრო­ექ­ტზე და­რიცხული პრო­ცენ­ტი, მა­გა­ლი­თად, 17 პრო­ცენ­ტი 2 ნა­წი­ლად იყოფა: ბენე­ფი­ცი­ა­რის მი­ერ გა­და­სახდე­ლი და სა­ა­გენ­ტოს მი­ერ გა­და­სახდე­ლი თანხა. რო­გორც კი ბენე­ფი­ცი­ა­რი თა­ვის ვალ­დებულებას შე­ას­რუ­ლებს, მე­ო­რე დღეს­ვე სა­ა­გენ­ტო მის წილ პრო­ცენტს გა­და­რიცხავს.

„ვი­თიბი ბან­კში“ აცხადებენ, რომ „შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებში, აგ­რო­სესხის მი­სა­ღებად მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ფერ­მე­რებისა და მე­წარ­მეების აქ­ტი­ვობა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. პრო­ექ­ტის გახორ­ცი­ე­ლების პრო­ცეს­ში „ვი­თიბი ბან­კი“ პირ­ვე­ლი­ვე დღეებიდან აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო. დღე­ის­თვის, დამ­ტკი­ცებულია 35-მდე სესხი, აქე­დან 20-ზე მე­ტი უკ­ვე გა­ცე­მუ­ლია. ამ მო­მენ­ტის­თვის ბან­კში 100-ზე მე­ტი გა­ნაცხადია წარ­დგე­ნი­ლი. „შე­მო­სუ­ლი გა­ნაცხადების უმე­ტე­სობა მე-2 და მე-3 კომ­პო­ნენტს ეხება. ჯამ­ში, ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებში, „ვი­თიბი ბან­კის“ მი­ერ დამ­ტკი­ცებული და გა­ცე­მუ­ლია 2 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე სესხი. სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის­თვის შე­მუ­შავ­და სესხის გა­ცე­მის ახალი პრო­ცე­დუ­რები, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­მოკ­ლა გა­ნაცხადის განხილ­ვის და სესხის გა­ცე­მის ვა­დები,“ - ამბობენ         „ვი­თიბი ბან­კში“.

ქარ­თულ საბან­კო სექ­ტორ­ში აცხადებენ, რომ ბიზ­ნეს­წრეები „შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის“ გახორ­ცი­ე­ლებას მომ­ზა­დებული შეხვდნენ. „უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ბიზ­ნეს­სექ­ტო­რი საკ­მა­ოდ ორ­გა­ნი­ზებულად შეხვდა პრო­ექ­ტის გაშ­ვებას. შე­მო­სუ­ლი ბიზ­ნეს­გეგ­მების ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და­მუ­შა­ვებულია საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად და დე­ტა­ლუ­რად. ამის გარ­და, გა­მარ­თუ­ლი ბიზ­ნეს­გეგ­მის შე­სად­გე­ნად შე­საძ­ლებელია, ფერ­მერ­მა და მე­წარ­მემ დახმა­რების­თვის მი­მარ­თოს „ვი­თიბი ბან­კის“ ბიზ­ნეს ანა­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლებიც მათ კონ­სულ­ტა­ცი­ას და დახმა­რებას გა­უ­წე­ვენ,“ - გვითხრეს „ვი­თიბი ბან­კში“.

„შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებში, ამ ეტაპ­ზე, 200 ათა­სი ლა­რის სესხი აქვს გა­ცე­მუ­ლი              „პროკ­რე­დიტ ბანკს“. ჯამ­ში, 15-მდე სესხია დამ­ტკი­ცებული. და­მუ­შა­ვების პრო­ცეს­შია 3 მლნ ლა­რამ­დე სესხი, რომ­ლებიც, ძი­რი­თა­დად, მე-2 კომ­პო­ნენტს ეხება.        „პროკ­რე­დიტ ბან­კში“ ამბობენ, რომ ფერ­მე­რებსა და მე­წარ­მეებს ბიზ­ნეს­გეგ­მას არ თხოვენ.: „ბიზ­ნეს­გეგ­მას არ ვთხოვთ. ჩვენ მათ ვეხმა­რებით თა­ვი­ან­თი ზო­გა­დი ბიზ­ნეს­გეგ­მის ჩა­მოყალიბებაში,“ - ამბობს   „პროკ­რე­დიტ ბან­კის“ აგ­რო რის­კმე­ნეჯერი გი­ორ­გი გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი. 

აფი­ნან­სებენ თუ არა ბან­კები იმ პო­ტენ­ცი­უ­რი ბენე­ფი­ცი­ა­რის ბიზ­ნეს­გეგ­მას, რო­მელ­საც წარ­სულ­ში ბიზ­ნე­სი არ ჰქო­ნია და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნობას სწო­რედ „შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებში იწყებს? „ვი­თიბი ბან­კში“ აცხადებენ: „დიახ, სტარ­ტა­პის და­ფი­ნან­სებაც შე­საძ­ლებელია. რო­გორც იცით, პრო­ექ­ტის მე-3 კომ­პო­ნენ­ტი სწო­რედ ახალი სა­წარ­მოების შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. „ვი­თიბი ბან­კი“ მზა­დაა, გა­ნიხილოს კლი­ენ­ტების მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა პრო­ექ­ტი“.

„პროკ­რე­დიტ ბან­კი“ სტარ­ტა­პებს იმ შემთხვე­ვა­ში აფი­ნან­სებს, თუ კი კლი­ენტს შე­მო­სავ­ლის რა­ი­მე წყარო გა­აჩ­ნია.

სოფ­ლის მე­ურ­ნეობის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ფი­ფია აცხადებს, რომ, თი­თო­ე­უ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემთხვე­ვა ბან­კების გან­სახილ­ვე­ლი­ა, რად­გა­ნაც         „სოფ­ლის მე­ურ­ნეობის პრო­ექ­ტების მარ­თვის სა­ა­გენ­ტო“ არ შე­დის სესხების ად­მი­ნის­ტრი­რებაში არ­ცერთ ეტაპ­ზე. მი­სი­ვე გან­მარ­ტებით, „ბიზ­ნეს გა­მოც­დი­ლების არარ­სებობის შემთხვე­ვა­ში ბან­კებში შე­ა­ფა­სებენ რის­კებს და მი­ი­ღებენ შე­საბამის გა­დაწყვე­ტი­ლებას“.

ამ ეტაპ­ზე, ბან­კებში სესხის გა­ცე­მის პრო­ცე­სი შე­ფერხებების გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რეობს. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ამბობს, რომ ბან­კების მხრი­დან პო­ტენ­ცი­ურ ბენე­ფი­ცი­ა­რებს პრობლე­მები არ ექ­მნებათ.

„დღე­ის მდგო­მა­რეობით ასეთ პრობლე­მებზე ჩვენ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. ბენე­ფი­ცი­ა­რების­თვის პრობლე­მების შექ­მნა არაა ბან­კების ინ­ტე­რეს­ში, პი­რი­ქით, მათ ინ­ტე­რე­სებშია მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­დი პორ­ტფე­ლი გას­ცენ და სა­კუ­თა­რი მო­გება გა­ზარ­დონ, თუმ­ცა ეს კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი­ა, კა­პი­ტა­ლუ­რი რის­კის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტებისაა და ისი­ნი და­ა­ფი­ნან­სებენ მხოლოდ მდგრად, ეკო­ნო­მი­კუ­რად მომ­გებიან პრო­ექ­ტებს,“ - აცხადებს შალ­ვა ფი­ფია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია