დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა
2013/04/12 01:01:59

თბილისსა და საქართველოს ათ რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი პრესკონფერენციები ჩაატარეს. „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრებში შეკრებილ საზოგადოებას რეგიონული პრობლემატიკის კვლევის შედეგები გააცნეს. აღნიშნული კვლევის მიზანი რეგიონებში არსებული პრობლემატიკის იდენტიფიკაცია და მათი პრიორიტეტების მიხედვით რანჟირება იყო.

რეგიონებში გამოკითხულ 1405 რესპონდენტს შემდეგი ტიპის შეკითხვები დაუსვეს: რომელ ტელევიზიას უყურებენ ყველაზე ხშირად, რომელ ქვეყანას ენდობიან, რა უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი და ა.შ. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 64.2 პროცენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ს უყურებს ყველაზე ხშირად, საქართველოსთვის ყველაზე სანდო პარტნიორად კი ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნიათ. რესპონდენტთა პასუხების მიხედვით, ყველაზე პოპულარული გაზეთი „კვირის პალიტრაა“, ხოლო ყველაზე ხშირად რადიო „არ დაიდარდოს“ უსმენენ. გამოკითხულთა უმრავლესობა კი თვლის, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტები ჯანდაცვა, ქვეყნის ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენა და განათლება უნდა იყოს.

რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა ქვეყანაში ბოლო სამი წლის მანძილზე მომხდარ ყველაზე პოზიტიურ მოვლენად არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება, ხოლო ყველაზე ნეგატიურ მოვლენად - ციხეებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობა და წამაება დაასახელა.

ქუთაისში ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კვლევის შედეგები ახალგაზრდა იუირისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, მაკა ცერცვაძემ გააცნო. ცერცვაძის თქმით. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, იმერეთში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. მისივე განცხადებით, კონკრეტულად ამ მიმართულებით რეგიონში არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ მუშაობს.

„კვლევა ორი მიმართულებით ჩატარდა. პირველ ნაწილში რეგიონული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები გამოიკითხნენ. მეორე ნაწილში კი უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაგვირიგეს კითხვარები, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი მცხოვრებლები გამოვკითხეთ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. კითხვარის ძირითადი მიმართულებები იყო: ჯანდაცვა, განათლება და თვითმართველობებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ასევე ჩვენ გვაინტერესებდა ადამიანების დამოკიდებულება და ნდობის ხარისხი ისეთი ინსტიტუტების მიმართ როგორიცაა: სასამართლო, მედია, სახელმწიფო და პრეზიდენტი.“  _ „საიას“ ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი, ნოდარ ჯიქია.

ჯიქიას განცხადებით დედაქალაქში შედგებს უკვე იმ ორგანიზაციებს წარუდგენენ, რომლებსაც  კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა რეალურად რა პრობლემებია რეგიონებში და სახელმწიფომ რომელი მიმართულებით უნდა გააძლიეროს მუშაობა. „ეს მონაცემები უკვე სხვადასხვა პროგრამებში უნდა აისახოს და რეალური შედგები უნდა დაიდოს“ _ აღნიშნა ჯიქიამ.  

აღნიშნული კვლევა 2013 წლის 20 – 25 თებერვალს ჩატარდა. „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარებას შემდგეშიც გეგმავს. ორგანიზაციის მიზანი საქართველოს რეგიონებში ძირეული პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების ძიებაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1451
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია