დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ხაშურელი მამაკაცი მოკლეს?
2013/04/11 15:21:03

ვარლამიშვილის ქუჩის ნომერ 4-ში მდებარე კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი ხაშურის რაიონის მკვიდრი 43 წლის დავით წიქორიშვილია.

როგორც ბინის მფლობელის მამა, ზაალ ებანოიძე აცხადებს, მისი ქალიშვილისგან  წიქორიშვილმა სამი თვის წინ იქირავა ბინა.  მისი თქმით, გარდაცვლილს პირადად არ იცნობდა.

„არ ვიცი, მისი გვარი და სახელი, ერთი საათის წინ დარეკეს მეზობლებმა, შენი ქალიშვილის ბინაში გვამი იპოვესო. ძალიან გაოგნებული ვარ. როგორც ვიცი, წიქორიშვილი თბილისური ფირმის წარმომადგენელი იყო ქუთაისში. ჩემმა შვილმა თქვა, ხშირად არ იმყოფება ბინაშიო. ფულიანი არ ჩანდა, ქირის ორი თვის ფული წვალებით გაისტუმრა,“-განუცხადა psnews.ge-ს ზაალ ებანოიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივ-გამომძიებელმა დავით კუხიანიძემ დაადასტურა, რომ გარდაცვლილი 43 წლის, ხაშურის რაიონის მკვიდრი დავით წიქორიშვილია. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა.

„პირველადი ინფორმაციით ჩვენ გამოვცხადდით მითითებულ მისამართზე, დაწყებულია გამოძიება. ტარდება შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გამოკვლეული იქნება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. შემდეგ შეგვიძლია, პრესსამსახურის საშუალებით, მოგაწოდოთ დაწვრილებით ინფორმაცია,“-განაცხადა დავით კუხიანიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1417
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია