დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები დავის საგანი ხდება
2013/04/09 13:40:56

განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე განათლების სამინისტროს ინიციატივას უფასო სახელმძღვანელობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უფასო სახელმძღვანელოები ცუდი არ არის, თუმცა ამან მძიმე მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდოს გამომცემლები.

მისი თქმით, გამომცემლები, რომლებიც სკოლებისთვის სახელმძღვანელოებს ამზადებდნენ, განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
 
„სამინისტროს ეს ინიციატივა პოპულისტური ნაბიჯია და ის იმოქმედებს წიგნის ხარისხზე. უფასო წიგნების შეტანა სკოლებში სახელმწიფოს ბიუჯეტს მომავალ წლებში საკმაოდ ძვირი დაუჯდება. განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების დაბეჭდვას ოთხ სტამბას ავალებს და, საინტერესოა, როგორ მოხდება ამ სტამბების შერჩევა, იქნება თუ არა გამჭვირვალე შერჩევის პროცესი?“-განაცხადა დეკანოიძემ

წიგნი, რომელიც სკოლაში დარჩება, რამდენიმე წელიწადში ის გამოუდეგარი და გაფუჭებული იქნება, – აცხადებს  განათლების ყოფილი მინისტრი და იქვე  დასძენს, რომ წინა მთავრობაც ზრუნავდა ბავშვებზე და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს წიგნებს უფასოდ ურიგებდა. 

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა უფასო სასკოლო სახელმძღვანელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია