დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანო მერაბიშვილი მთავარი პროკურორისგან პირობის შესრულებას მოითხოვს
2013/04/09 12:14:15

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი მთავრობას პარტიის  აქტივისტების დევნაში ადანაშაულებს. მერაბიშვილი მთავარ პროკურორისგან  პირობის შესრულებას  მოითხოვს  და  „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების  საგამოძიებო ორგანოებში  დაბარების შეჩერებისკენ მოუწოდებს.

მერაბიშვილმა ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით,  მიუხედავად მოახლოებული შუალედური არჩევნებისა, მათი აქტივისტების დაკითხვაზე მასობრივი დაბარება არ წყდება.

 "სამწუხაროდ, 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო და დღესაც გრძელდება "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დევნა, დაპატიმრება, მუქარა. ორი ათასზე მეტი აქტივისტი იქნა დაკითხული. მინდა შევახსენო მთავრობას _ მას აქვს დადებული პირობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე შეწყდებოდა სამართლებრივი დევნა. ჩვენი პარტიის აქტივისტების დიდი ნაწილი აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის მიერ დადებული პირობა შესრულდება" - განაცხადა მერაბიშვილმა.

 ამასთან, ყოფილი შს მინისტრის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" შექმნილი ვითარების შესახებ საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას ინფორმაციას მიაწვდის, თავად აქტივისტებს კი, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ პირადად მისი სამადლობელი წერილი გაეგზავნება.

 "ჩვენ მივმართავთ და დამატებით მასალებს გადავუგზავნით უწყებათაშორის კომისიას და მას ვთხოვთ, რომ ეს საკითხი იქნას განხილული. ამავე დროს ვამზადებთ წერილს და ხვალისთვის ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას გავუგზავნით კონკრეტულ ინფორმაციას იმ ძალადობებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს აქტივისტებზე ხორციელდება. ამასთან, მე გადავწყვიტე ყველა იმ აქტივისტს, რომელიც დაკითხეს, გავუგზავნო პირადი წერილი, გამოვუცხადო სოლიდარობა, ამოვუდგე მხარში. წერილები დღეს მივა ადრესატებთან, მე მათ მადლობას ვუხდი და მოვუწოდებ არ გაიტეხონ გული და საქართველოს სამსახურში დარჩნენ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

 "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის "ყველაფრის საქმის კურსში იყო", რაც ხდებოდა და ამიტომ მზადაა აქტივისტების ნაცვლად  გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას თავად გასცეს პასუხი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1368
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია