დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაიონებში სასოფლო-სამეურნეო მაღაზიების მონიტორინგი მიმდინარეობს
2013/04/03 19:36:20

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამის  ფარგლებში  ნომინალური ბარათების განაღდება უკვე დაწყებულია. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით  აღნიშნულ პროგრამაში უკვე ჩართულია 628 სასოფლო-სამეურნეო მაღაზია, სადაც მოსახლეობას საშუალება ეძლევა ნომინალური ბარათით სასოფლო–სამეურნეო ინვენტარი და საქონელი შეიძინოს.

დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე გორის რაიონში იმყოფებოდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში ნომინალური  ბარათების განაღდების პროცესს დაესწრო. სააგენტოში შესული ინფორმაციით,  აღნიშნულ მაღაზიებში   საქონელზე და ინვენტარეზე ფასების ხელოვნურად ზრდა ფიქსირდება.

,,ისეთ ფართომასშტაბიან პროგრამაზე, როგორიც ,,მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამაა“, მონიტორინგის განხორციელება აუცილებელია. ეს დაგვეხმარება  აღმოვაჩინოთ და აღვმოვფხვრათ დარღვევები. სოფლის  მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და პროგრამაში ჩართულ მაღაზიებს შორის გაფორმებულია ხეშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილიზღვრული ფასების დაცვაა. სასოფლო-სამეურნეოსაქონელზე  დადგენილია ფასები და მათი  დარღვევის შემთხვევაში  სააგენტო მაღაზიას საჯარიმო სანქციებს დააკისრებს.  დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ინვენტარზე ფასების ხელოვნურად გაზრდის გამო 6 მაღაზიას 500ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. განმეორების შემთხვევაში კი მაღაზია დაიხურება და პროგრამას გამოეთიშება“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

ქალაქ გორში პროგრამაში მონაწილე 62 მაღაზიაა, რომლის მუშაობაზე მონიტორინგს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ახორციელებს.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დღეის მონაცემებით დარიგებულია 494652 ნომინალური ბარათი, რომლითაც შესაძლებელია სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებელთან. ასევე დარიგებულია 318480კომბინირებული ბარათი, რომლითაც შესაძლებელია ნაკვეთის ხვნისა და ხნულის დადისკვის მომსახურების მიღება.

ამ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მოიხნა 77 ათასამდე ჰექტარი მიწის ფართობი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია