როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, დიდ ბრიტანეთში ელჩის კანდიდატად მოიაზრება. მან დღეს საკანონმდებლო ორგანოდან მოუწოდა პრეზიდენტს, რომ მისი მიზეზით ელჩობის დანარჩენ კანდიდატებს ნუ დაბლოკავს.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, ელჩების დანიშვნის პროცესი პრეზიდენტის მიერ მათთვის გაუგებარი მიზეზებით ჭიანურდება. ჯაფარიძის თქმით, ამის გამო ძალიან ბევრ ქვეყანაში საქართველოს ელჩი არა ჰყავს, რაც პირველ რიგში ქვეყნისთვის არის ცუდი.
„მემოვუწოდებ პრეზიდენტის გარემოცვას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ გადაწყვეტილების მიღება ევალება, რომ თუ ჩემთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, სხვებს ნუ დაბლოკავენ. რთულია გაიგო, რაზე ფიქრობს პრეზიდენტი, მაგრამ შეუძლია გააგრძელოს ჩემზე ფიქრი. მე თავს კარგად ვგრძნობ პარლამენტში, არსად არ მეჩქარება, ჩემს კოლეგებთან, მათ შორის ოპოზიციასთან, ერთად ბევრ საინტერესო საქმეს ვაკეთებ,“ - ამბობს ჯაფარიძე.