დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი
2013/04/01 12:26:01

აგერ, ჩვენს გვერდით, თვალსა და ხელს შუა გაიზარდა. თითქოს გუშინ იყო, დიდრონთვალება, კეთილად მომღიმარე პატარა, ენერგიულ ბიჭს საოცარი სითბო რომ შემოჰქონდა ჩვენს ოფისში. კარატეში მიღებული პირველი წვრთნის შედეგები, საოცნებოდ ქცეული კლიპისათვის სიმღერის ჩაწერა, გასტროლი ანსამბლთან ერთად, ჩვენს სარედაქციო მნიშვნელოვან საღამოებზე მოხდენილად შესრულებული ცეკვა თუ სიმღერა, ინსტანციებში სირბილი მეგობრის მძიმედ დაავადებული ცოლის დასახმარებლად, თანადგომისა და თავაზიანობის განსაკუთრებული ფაქტები - რომელი ეპიზოდით არ გვახსენდება ახლა გიორგისთან წლობით ნაფერები ურთიერთობა.

17 წლის ასაკში გადატანილი მისი უმძიმესი ოპერაციაც გვახსოვს - როგორ შევთხოვდით მაშინ უფალს, გადაერჩინა ეს ლამაზი სიცოცხლე, ისევ ემღერა ჩვენს გიოს, ისევ ეცეკვა, ისევ გაეშალა ოცნების ფრთები.

8 არაჩვეულებრივი წელი აჩუქა უფალმა ბიჭს. და აჩუქა მელანო - მშვენიერი ჭიათურელი გოგონა, რომელიც გიორგისთვის მეუღლეც იყო და ყველაზე ახლო მეგობარიც ამქვეყნად. ამ ულამაზესი სიყვარულის გვირგვინად კი პატარა ანამარია იქცა, ახალგაზრდა მშობლების სანუკვარი პირმშო. გიორგიმ უნივერსიტეტი დაასრულა, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაიწყო სწავლა, ბევრი ჩანაფიქრი ჰქონდა...

მაგრამ, რომ არ მოველოდით, სწორედ მაშინ დამთავრდა ზღაპარი სიყვარულისა.

წავიდა 26 წლის გიორგი გუბელაძე. წავიდა გულდათუთქული მშობლების ერთადერთი შვილი...

გაზაფხულმა ფერებით მოქარგა არემარე, ბუნება სიცოცხლით ივსება.

გიორგი კი აღარ არის, აღარ, აღარ...

გაზეთ „P.S.“-ის რედაქცია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია