დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უნივერსიტეტებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
2013/03/26 14:32:06

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და თურქეთის სინოპის უნივერსიტეტის რექტორმა რეჯეპ ბიჩჯანიმ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

გიორგი ღავთაძის განცხადებით, უნივესიტეტებს შორის თანამშრომლობა წარმატებული იქნება.

„ჩვენს უნივერსიტეტებს შორის  მოხდება პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლა. მოეწყობა კონფერენციები, ვიმუშავებთ სწავლის ხარისხის გაზრდისთვის. მსგავსი მემორანდუმი სხვა უნივერსიტეტებთანაც გვაქვს და მათთან თანამშრომლობას დღემდე ვაგრძელებთ,“ – განუცხადა “PSNEWS.GE”-ს გიორგი ღავთაძემ.

სინოპის უნივერსიტეტის რექტორის რეჯეპ ბიჩჯანის თქმით, უნივერსიტეტების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს გააღრმავებს.

„ჩვენ ძალიან კარგი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. მოხდება ლექტორების და სტუდენტების გაცვლა. თუ ადამიანები ერთმანეთს გაიცნობენ, აღარ იქნება ომი და დაპირისპირება. ეს არის დღევანდელი შეხვედრის მიზანი,“ – განაცხადა რეჯეპ ბიჩჯანიმ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია