დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შუალებურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იურისტები იქნებიან
2013/03/25 14:58:07

27 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ სახელით, სამივე ოლქში იურისტები იბრძოლებენ. როგორც ცნობილი გახდა, ბაღდათის მაჟორიტარულ ოქში მმართველი გუნდის კანდიდატი ადვოკატი პაატა კიკნაველიძე იქნება, სამტრედიაში კი ასოცირებული პროფესორი გიორგი კახიანი. რაც შეეხება მესამე ოლქს, ნაძალადევშიც სადეპუტატო მანდატის აღებას იურისტი შეეცდება, რომლის ვინაობაც ამ დრომდე არ სახელდება.

შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის  კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარადგენს.

ადვოკატი პაატა კიკნაველიძე ადასტურებს, რომ 27 აპრილის არჩევნებში „ქართული ოცნების“ ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. როგორც კიკნაველიძემ საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, პარლამენტში საქმიანობის დიდი სურვილი არ ჰქონდა, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატობაზე „ქართულ ოცნებას" დათანხმდა და გამარჯვების შემთხვევაში, მომავალ პრიორიტეტებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩემი პრიორიტეტი იქნება საკანონმდებლო საქმიანობა, რაც პირდაპირი ფუნქციაა პარლამენტის წევრის, ასევე საკუთრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა. ამ საკითხზე  კანონპროექტი მანამდე მქონდა მომზადებული, სანამ არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზებას მივიღებდი,“– აცხადებს კიკნაველიძემ.

აღსანიშნავია, რომ პაატა კიკნაველიძე წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში მონაწილეობდა, მათ შორის – იცავდა კომპანია „ბურჯისა“ და „ქართუ ბანკის“ ინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ ცეესკოში კანდიდატთა დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 28 მარტს სრულდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია