დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ სააკაშვილი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო
2013/03/23 22:09:51

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში ეცადნენ ტერმინ "ზურაბ ჟვანიას მკვლელობის" დამკვიდრებას, მაგრამ ვერ დაამკვიდრეს.  როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო, რის გამოც პირადად ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 "ზურაბ ჟვანია იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. ხალხი შეეცადა ტერმინის, "ჟვანიას მკვლელობის" დამკვიდრებას, მაგრამ იმას, რაც არ არის, ვერ დაამკვიდრებენ. ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელმაც 6 თვე ყველანი ამოგვაგდო კალაპოტიდან. პირადად მე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი ფსიქოლოგიურად. ესაა გამოძიებული, გამოკვლეული. კიდევ კარგი, რომ 2-3 დღეში ფედერალური ბიუროდან ჩამოვიდნენ წარმომადგენლები" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 რაც შეეხება ჟურნალისტის კიტხვას, რომ გარდაცვლილი პრემიერის ოჯახი ქართული საგამოძიებო უწყების დასკვნას უნდობლობას უცხადებს, სააკაშვილმა კონკრეტულად ოჯახის პოზიციაზე კომენტირებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას სახელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 "ჩემთვის ზურაბ ჟვანიას სახელი ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვიცი, მისი ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ ზურაბ ჟვანია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და პირადად ჩემთვის, იმიტომ, რომ მისგან წარმოიშვა რეფორმატორული მოძრაობა, რომელმაც შეცვალა საქართველო და ვერანაირად ვერ მოვხვდებოდი 1995 წლის პარლამენტში, ჟვანია რომ არ ჩამოსულიყო ამერიკაში და არ ეთქვა ჩამოდიო. ეს ნამდვილად არ ყოფილა შევარდნაძის ინიციატივა. თუ რომელიმე ადამიანი ჟვანიას სახელის გამოყნებით  აპირებს სპეკულაციას, ესაა მისი პრობლემა" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1418
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია