დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში იმყოფება
2013/03/19 16:20:25

საკანონმდებლო ორგანოში, ჯანდაცვის კომიტეტში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მისი მოადგილე დავით ლომიძე იმყოფებიან. მინისტრი პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის მოწვევით ჩამოვიდა. მინისტრმა დეპუტატების  შეკითხვებს უნდა უპასუხოს, თუმცა, ჯერჯერობით, ის სამინისტროში გატარებული ძირითადი რეფორმების პრეზენტირებას ახდენს.

სერგეენკოს განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლადმე „ქართული ოცნების“ ძირითადი დაპირება ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესება იყო და მისი თქმით, ეს ასეც მოხდა, რადგან ამ სფეროში ბიუჯეტი გაორმაგდა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაზღვევის ახალ სისტემაზე. მისი თქმით, ქვეყანა მიზნობრივი დაზღვევიდან გადავიდა საყოველთაო დაზღვევაზე. ანუ 28 თებერვლიდან მინიმალური სადაზღვევო პაკეტით დაეზღვია  2 200 000 მოქლაქე, რომლებიც მანამდე არ იყვენენ დაზღვეულები. მინიმალური სადაზღვევო პაკეტი ითვალსწინებს ამბულატორიულ მომსახურებასა და გადაუდებელი ოპერაციების ანაზღაურებას. მინისტრის თქმით, ეს პროგრამა დროშია გაწელილი და პირველი ივლისიდან პაკეტი გაუმჯობესდება. მოქალაქეებს გადაუდებელ ოპერაციებთან ერთად გეგმიური ოპერაციებიც აუნაზღაურდებათ. სერგეენკომ პროგრამის მიმდინარეობაზე მცირე სტატისტიკაც წარმოადგინა. ამ მონაცემებით, უკვე 600 000 მოქალაქეა დარეგისტრირებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე, 400 000 - ს უკვე ჩაუტარდა ამბულატორიული მომსახურება და 200 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა სტაციონალური მომსახურება. მინისტრის თქმით, შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ამ პროექტს უწევს ადმინისტრირებას. მისი განცახდებით პირველ დღეებში პროგრამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული ხარვეზები განსაკუთრებით, ინფორმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით.

„ახლა ეს პრობელემები აღმოფხვრილია, მუშაობს 24- საათიანი ცხელი ხაზი, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებას ახდენს. ჩვენ პროგრამის მიმართ ადამიანების ზოგადი დამოკიდებულების უკუკავშირების შესწავლასაც ვახდენთ და უმრავლესობაში, საყოველთაო დაზღვევის მიმართ  უკუკავშირი დადებითია, ხშირ შემთხვევაში“. - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, პირველი აპრილიდან ყველა ასაკის პენსიონერის პენსია გაუტოლდება ერთმანეთს და გახდება 125 ლარი, პირველი სექტემბრიდან კი პენსია გახდება 150 ლარი და გაუტოლდება საარსებო მინიმუმს. 1 ივლისიდან 57 00 ქულაზე ქვემოთ მყოფ მოსახლეობათა დახმარება გაორმაგდება და გახდება 60 ლარი.

მინისტრმა სოციალურ მიმართულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოხდება სოციალურად დაუცველთა პროგრამის კარგად შესწავლა და, სავარაუდოდ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს ფინანსურ დახმარებასთან სხვადასხვა პროფესიული გადამზადების კურსებსაც შესთავაზებენ, რაც მომავალში ამ ადამიანებს დასაქმების პერსპექტივას შეუქმნის.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს შრომის ბაზრის შესწავლის სტრატეგიაზე მუშაობა და  შრომის უსაფრთხოების ნორმების რედაქტირებაც მოხდება.

უმცირესობის წარმომადგენლები მინისტრის ჩამოსვლამდე აცხადებდნენ, რომ ისინი სკეპტიკურად არიან განწყობილი საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მიმართ, რადგან ბიუჯეტიდან უამრავი თანხა იხარჯება და რეალურად მოქალაქეებს არანაირი შეღავათი არ აქვთ. მინისტრი სკეპტიკურად განწყობილი ოპოზიციის შეკითხვებსაც უპასუხებს და შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი შეფასებებიც გაკეთდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1429
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია