დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრი დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო სექტორს შეხვდა
2013/03/18 23:02:16

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს შეხვდა. შეხვედრა მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა ჩვენი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, განხორციელებული სიახლეების, ახალი  ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას.

შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა  და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ მოწვეულ სტუმრებს სრული ინფორმაცია მიაწოდეს აგრარულ უნივერსიტეეტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: იტალიისა და ლიტვის რესპუბლიკების ელჩები, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, უნგრეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის ელჩების მოადგილეები, საფრანგეთის რესპუბლიკის, რუმინეთის, ესტონეთის რესპუბლიკის, ისრაელის სახელმწიფოს, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკის საელჩოების წარმომადგენლები.

მოწვეულთა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი,  საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო,  განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, სკოლა, ოჯახი, საზოგადოება,  სახალხო დამცველის ოფისი ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1365
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია