დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თემურ ცამციშვილს სასამართლომ 10000 ლარიანი გირაო შეუფარდა
2013/03/05 15:38:51

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თემურ ცამციშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ ბრალდებულს 10 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ბრალდების მხარე ცამციშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია ქალაქის მერიასა და შპს „შპს“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. აღნიშნული შპს მერიისთვის მიკროავტობუსებით მომსახურებას უზრუნველყოფდა. ბრალდების მხარის განცხადებით, ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მერიამ შპს-ს ზედმეტი თანხა გადაურიცხა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მერიამ თბილისიდან ქუთაისამდე ტრაფარეტით განსაზღვრული გასავლელად საჭირო თანხაზე მეტი გადარიცხა.

დაცვის მხარე აპროტესტებდა ცამციშვილისთვის რაიმე სახის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, რადგან, როგორც ადვოკატი ელისო დათუსანი აცხადებდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშულოდ ცნობს.
მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან ერთად დღეს შპს „შპს“-ს დირექტორი გიორგი  გაბიძაშვილიც გაასამართლეს. სასამართლომ მასაც 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
თემურ ცამციშვილისგანცხადებით, ის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ ცამციშვილის პროკურატურაში დაბარებასა და ბრალის წაყენებას ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობაში გამოხმაურება მოყვა. მათ ამ დრომდე რამდენიმე აქცია გამართეს ლოზუნგით: „შეწყვიტეთ ზეწოლა თვითმართველობებზე“. ცამციშვილს სოლიდარობა ადგილობრივმა სპორსტსმენებმაც გამოუცხადეს. ცამციშვილის მხარდასაჭერი აქცია დღეს დილით, სასამართლო პროცესამდეც გაიმართა. აქციის მონაწილეები კატეგორიულად უარყოფდნენ კულტურის სამსახურის უფროსის ბრალეულობას. მათი თქმით, თემურ ცამციშვილს შეიძლება ბრალი მხოლოდ ქალაქის სიყვარულისთვის წაუყენო.

 

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია