დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საინიციატივო ჯგუფი მერიას და გუბერნიას უტევს
2013/02/15 16:03:14

დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინიციატივო ჯგუფმა მორიგი ბრიფინგი გამართა. ჯგუფის ლიდერები მანუჩარ სისვაძე და გელა ხუნდაძე საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანისა და იმერეთის გუბერნატორის ვახტანგ ბალავაძის გადადგომას ითხოვენ. მოთხოვნის უგულვებელყოფის შემთხვევაში კი, ისინი პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან.

„ჩვენ დავგეგმავთ აქციებს, როგორც მერიის წინ, ასევე მათ სახლებთან. მივმართავ ამირან ხვადაგიანს, ერთხელ მაინც გადადგას სწორი ნაბიჯი და გადადგეს თანამდებობიდან და ნუ ჩაყვება მიხეილ სააკაშვილს „პოლიტიკურ საფლავში,“ - განაცხადა მანუჩარ სისვაძემ.

მანუჩარ სისვაძის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდასაჭერად პროკურატურასთან მისული ადამიანები მერიაში სამი თვის წინ დასაქმდნენ. სისვაძის განცხადებით, მათი დასაქმების პროცესს უშუალოდ ამირან ხვადაგიანი ხელმძღვანელობდა.

გელა ხუნდაძემ კი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს „ბაღის კიდის“ თავმჯდომარის ალეკო ბაძგარაძის მოქრთამვაში დასდო ბრალი.

 „გასული წლის არჩევნებამდე 5 დღით ადრე ამირან ხვადაგიანმა მოიხმო ალეკო ბაძგარაძე და გადასცა 500 ლარი. ეს თანხა მას იმისთვის გადასცა, რომ წინასწარ აღენიშნა ნაციონალების გამარჯვება,“ – განაცხადა ხუნდაძემ.

გელა ხუნდაძემ დღევანდელ ბგიფინგზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: „ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა უნდა დამთავრდეს. უკვე აქციებს ვიწყებთ არა აქციისთვის, არამედ ვპირდებით  ქუთაისის „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ ხალხის ძალით შევალთ და გამოვყრით „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოდან და იმ კაბინეტებიდან, სადაც ისინი არიან მოკალათებული“.

ქალაქ ქუთაისის მერიაში აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

ინფორმაციისთვის, საინიციატივო ჯგუფი ქუთაისში რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. ის ოთხი ადამიანისგან შედგება. როგორც თვითონ აცხადებენ, არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები და არ მიეკუთვნებიან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მოქალაქეთა საინიციატო ჯგუფმა ქუთაისის მერიასთან ერთი აქცია უკვე გამართა. 30 იანვარს, ქუთაისის მერიასთან გამართულ აქციაზე ისინი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის გადადგომას ითხოვდნენ.

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1386
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია