დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ღია კარის დღე ეროვნულ სამედიცინო ცენტრში
2013/02/14 11:51:17

13 თებერვალს ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს და ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, შეეხედათ ცენტრის დახურულ კარს მიღმა. მათ გიდობას უწევდნენ თავად სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე და კლინიკური დირექტორი კობა კიკნაველიძე.

მრავალ სიახლესთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეროვნულ ცენტრში სულ ახლახან დაამონტაჟეს ახალი ლითოტრიფსიის აპარატი, რომელიც გერმანიიდან ჩამოიტანეს. მსგავსი დანადგარი იმერეთის რეგიონში არც ერთ სამედიცინო ცენტრს არ მოეპოვება. კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით, არის უნიკალური რესურსი სხვადასხვაგვარი გამოკვლევებისათვის.
კლინიკის სტუმრებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა სამშობიარო ს ბლოკში რამდენიმე წუთის წინ დაბადებულ ახალშობილთან შეხვედრა.

ეს პირველი ღია კარის დღე არ იქნება ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. ანჟელა ორჯონიკიძის განცხადებით, ღია კარის დღე სისტემატურად გაიმართება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი შეძლებს სამედიცინო ცენტრის სიახელეების გაცნობას. 

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1458
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია